1. მე-15 მუხლში გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება მე-12 მუხლის 1-ელი პუნქტის (a) ქვეპუნქტზე, თუ პირი, რომელიც შედის გარიგებაში, ათავსებს სავაჭრო შევეთას ან ახორციელებს ნებისმიერ სხვა ქცევას დაასაბუთებს, რომ ამგვარ გარიგებას, შეკვეთას ან ქცევას ჰქონდა კანონიერი საფუძვლები და შეესაბამებოდა ამ მუხლის მიხედვით მიღებულ საბაზრო პრაქტიკას.

2. კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია, დაადგინოს მიღებული საბაზრო პრაქტიკა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

უზრუნველყოფს თუ არა საბაზრო პრაქტიკა საკმარისად გამჭვირვალე ბაზარს;

უზრუნველყოფს თუ არა საბაზრო პრაქტიკა საბაზრო ძალების მაღალ დონეზე მუშაობას და მიწოდებისა და მოთხოვნის საბაზრო ძალების ჯეროვან ურთიერთქმედებას;

ახდენს თუ არა საბაზრო პრაქტიკა დადებით გავლენას ბაზრის ლიკვიდურობასა და ეფექტიანობაზე;

ითვალისწინებს თუ არა საბაზრო პრაქტიკა შესაბამისი ბაზრის ვაჭრობის მექანიზმს და აძლევს თუ არა ბაზრის მონაწილეებს შესაძლებლობას, ჯეროვანი და დროული რეაგირება მოახდინონ ახალ საბაზრო სიტუაციაზე, რომელსაც ეს პრაქტიკა ქმნის;

ევროკავშირის საზღვრებში არსებულ ფინანსურ ინსტრუმენტში ხომ არ უქმნის საბაზრო პრაქტიკა პირდაპირ ან არაპირდაპირ საფრთხეს დაკავშირებული ბაზრების მთლიანობას, მიუხედავად იმისა, რეგულირებულია თუ არა ბაზარი;

ნებისმიერი გამოძიების შედეგები, რომელიც ჩატარებულია რომელიმე კომპეტენტური ორგანოს ან სხვა ორგანოს მიერ და რომლის დროსაც გამოძიებულ იქნა შესაბამისი საბაზრო პრაქტიკა, კერძოდ, ხომ არ არღვევდა იგი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად შექმნილ წესებს ან რეგულაციებს, ან ქცევის კოდექსს, მიუხედავად იმისა, ეხება თუ არა იგი შესაბამის ბაზარს ან ეხება თუ არა იგი, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ევროკავშირის ფარგლებში დაკავშირებულ ბაზრებს;

შესაბამისი ბაზრის სტრუქტურული მახასიათებლები, მიუხედავად იმისა, რეგულირებულია თუ არა ბაზარი, სავაჭროდ გამოტანილი ფინანსური ინსტრუმენტების ტიპები და ბაზრის მონაწილეთა ტიპები, შესაბამის ბაზარზე ინდივიდუალური ინვესტორების მონაწილეობის მასშტაბის ჩათვლით.

საბაზრო პრაქტიკა, რომელიც დადგენილია კომპეტენტური ორგანოს მიერ, როგორც კონკრეტულ ბაზარზე მისაღები საბაზრო პრაქტიკა, არაა განკუთვნილი სხვა ბაზრებზე გამოყენებისთვის, თუ ეს პრაქტიკა მიღებული არ არის ამ სხვა ბაზრების კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ მუხლის შესაბამისად.

3. მიღებული საბაზრო პრაქტიკის დადგენამდე მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომპეტენტურმა ორგანომ ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიასა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს უნდა შეატყობინოს, რომ განზრახული აქვს მიღებული საბაზრო პრაქტიკის დადგენა და უნდა მიაწოდოს მათ მე-2 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების შესაბამისად შესრულებული შეფასების დეტალები. ამგვარი შეტყობინება უნდა გაიგზავნოს მიღებული საბაზრო პრაქტიკის ძალაში შესვლამდე, სულ მცირე, სამი თვით ადრე.

4. შეტყობინების მიღებიდან ორი თვის განმავლობაში ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია შემტყობინებელ კომპეტენტურ ორგანოს მიაწვდის დასკვნას, რომელშიც შეფასებული იქნება მიღებული საბაზრო პრაქტიკის თავსებადობა მე-2 პუნქტთან და მე-7 პუნქტის შესაბამისად მიღებულ მარეგულირებელ ტექნიკურ სტანდარტებთან. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია, ასევე, შეაფასებს, ხომ არ დააზარალებს მიღებული საბაზრო პრაქტიკა ბაზრის მიმართ ნდობას ევროკავშირის ფინანსურ ბაზარზე. დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის ვებგვერდზე.

5. იმ შემთხვევაში, თუ კომპეტენტური ორგანო დაადგენს მიღებულ საბაზრო პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება მე-4 პუნქტის მიხედვით ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის მიერ მიღებულ დასკვნას, მან 24 საათის განმავლობაში საკუთარ ვებგვერდზე უნდა გამოაქვეყნოს შენიშვნა მიღებულ საბაზრო პრაქტიკასთან დაკავშირებით, რომელშიც სრულად ჩამოთვლის ამგვარი ქმედების მიზეზებს, მათ შორის, მიზეზებს, თუ რატომ არ დააზარალებს მიღებული საბაზრო პრაქტიკა ბაზრისადმი ნდობას.

6. იმ შემთხვევაში, თუ კომპეტენტური ორგანო მიიჩნევს, რომ სხვა კომპეტენრტური ორგანოს მიერ დადგენილია იმგვარი მიღებული საბაზრო პრაქტიკა, რომელიც არ აკმაყოფილებს მე-2 პუნქტში მოცემულ კრიტერიუმებს, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია, (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-19 მუხლში გათვალისწინებული უფლებამოსილების შესაბამისად, დაეხმარება შესაბამის ორგანოებს შეთანხმების მიღწევაში.

თუ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

7. ამ მუხლის თანმიმდევრული ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს მიღებული საბაზრო პრაქტიკის დასადგენ კრიტერიუმებს, პროცედურებსა და მოთხოვნებს მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით და მოთხოვნებს მათი მიღების პირობების დასაცავად, შესაწყვეტად ან შესაცვლელად.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტს წარუდგენს კომისიას 2015 წლის 3 ივლისისთვის.

კომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტები ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-10-მე-14 მუხლების შესაბამისად.

8. კომპეტენტურმა ორგანოებმა რეგულარულად, სულ მცირე, ორ წელიწადში ერთხელ, უნდა გადასინჯონ მათ მიერ დადგენილი მიღებული საბაზრო პრაქტიკა, განსაკუთრებით კი, უნდა გაითვალისწინონ შესაბამის ბაზარზე განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები, როგორიცაა, ვაჭრობის წესებში ან საბაზრო ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებები, რათა გადაწყვიტონ, უნდა შეინარჩუნონ, შეწყვიტონ ან შეცვალონ თუ არა მისი მიღების პირობები.

9. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს მიღებული საბაზრო პრაქტიკის ჩამონათვალს და წევრ სახელმწიფოებს, სადაც ისინი გამოიყენება.

10. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია მონიტორინგს უწევს მიღებული საბაზრო პრაქტიკის განხორციელების პროცესს და კომისიას წარუდგენს წლიურ ანგარიშს იმის შესახებ, როგორ გამოიყენება აღნიშნული პრაქტიკა შესაბამის ბაზრებზე.

11. კომპეტენტური ორგანოები მათ მიერ 2014 წლის 2 ივლისამდე მიღებული საბაზრო პრაქტიკის შესახებ აცნობებენ ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას მე-7 პუნქტში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში.

ამ პუნქტის 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული მიღებული საბაზრო პრაქტიკის გამოყენება შესაბამის წევრ სახელმწიფოში გაგრძელდება მანამ, სანამ კომპეტენტური ორგანო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ პრაქტიკის გაგრძელებასთან დაკავშირებით ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის მიერ მე-4 პუნქტის მიხედვით გამოცემული დასკვნის შემდე