1. ამ რეგულაციის მიზნებისათვის, ინსაიდერულ სავაჭრო ოპერაციად მიიჩნევა, როდესაც პირი ფლობს შიდა ინფორმაციას და იყენებს ამ ინფორმაციას, საკუთარი ხარჯით ან მესამე პირის ხარჯით, იმ ფინანსური ინსტრუმენტების შესაძენად ან გასაყიდად, რომელთაც, პირდაპირ ან არაპირდაპირ, უკავშირდება ეს ინფორმაცია. ინსაიდერულ სავაჭრო ოპერაციად მიიჩნევა ის შემთხვევაც, როდესაც ფინანსურ ინსტრუმენტთან დაკავშირებული შეკვეთის გაუქმებისას ან შესწორებისას გამოიყენება ამ ინსტრუმენტთან დაკავშირებული შიდა ინფორმაცია, თუკი შეკვეთა განთავსებულია მანამ, სანამ შესაბამისი პირისთვის ცნობილი გახდებოდა შიდა ინფორმაცია. რაც შეეხება ემისიის კვოტების აუქციონებს ან მათ საფუძველზე პროდუქტების გაყიდვას აუქციონებზე, რომლებიც ტარდება (EU) No 1031/2010 რეგულაციის შესაბამისად, შიდა ინფორმაციის გამოყენებაში, ასევე, შედის პირის მიერ საკუთარი სახელით ან მესამე მხარის სახელით ფასის შეთავაზება, შეცვლა ან უკან გამოთხოვა.
2. ამ რეგულაციის მიზნებისათვის, ინსაიდერულ სავაჭრო ოპერაციაში სხვა პირის ჩართვის რეკომენდაციად ან ინსაიდერულ სავაჭრო ოპერაციაში სხვა პირის ჩართვად მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც პირი ფლობს შიდა ინფორმაციას და:
ამ ინფორმაციის საფუძველზე სხვა პირს ურჩევს იმ ფინანსური ინსტრუმენტების შეძენას ან გაყიდვას, რომელთაც ეს ინფორმაცია უკავშირდება, ან უბიძგებს ამ პირს, ამგვარი შესყიდვის ან გაყიდვის განხორციელებისკენ, ან
ამ ინფორმაციის საფუძველზე სხვა პირს ურჩევს, გააუქმოს ან შეასწოროს ფინანსურ ინსტრუმენტთან დაკავშირებული შეკვეთა, რომელსაც ეს ინფორმაცია უკავშირდება, ან ამ პირს უბიძგებს შეკვეთის გაუქმების ან შესწორებისკენ.
3. მე-2 პუნქტში მითითებული რჩევის მიცემა ან ბიძგი წარმოადგენს ინსაიდერულ სავაჭრო ოპერაციას, ამ მუხლის მნიშვნელობით, როდესაც პირმა, რომელიც იძლევა რჩევას ან ბიძგს, იცის ან უნდა იცოდეს, რომ იგი ეფუძვნება შიდა ინფორმაციას.
4. ეს მუხლი ეხება ნებისმიერ პირს, რომელიც ფლობს შიდა ინფორმაციას, რამდენადაც:
იგი არის ემიტენტის ადმინისტრაციული, მართვის ან ზედამხედველობის ორგანოს წევრი ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილე;
მას აქვს წილი ემიტენტის ან ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილის კაპიტალში;
მას ხელი მიუწვდება ინფორმაციასთან სამსახურეობრივი სამუშოდან, პროფესიული საქმიანობიდან ან მოვალეობებიდან გამომდინარე; ან
იგი მონაწილეობს დანაშაულებრივ ქმედებებში.
ეს მუხლი, ასევე, ეხება ნებისმიერი პირს, რომელიც ფლობს შიდა ინფორმაციას 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული გარემოებებისგან განსხვავებული გარემოებებიდან გამომდინარე, როდესაც აღნიშნულმა პირმა იცის ან უნდა იცოდეს, რომ ეს არის შიდა ინფორმაცია.
5. იმ შემთხვევაში, თუ პირი არის იურიდიული პირი, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ეს მუხლი ეხება ფიზიკურ პირებსაც, რომლებიც მონაწილეობენ იურიდიული პირის სახელით შეკვეთის შეძენის, გაყიდვის, გაუქმების ან შესწორების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაშ