1. ეს რეგულაცია ეხება შემდეგს:
ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც დაშვებულია სავაჭროდ რეგულირებულ ბაზარზე ან მოთხოვნილია, რომ დაშვებულ იქნან სავაჭროდ რეგულირებულ ბაზარზე;
ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებითაც ვაჭრობენ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში, რომლებიც დაშვებულია სავაჭროდ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში ან მოთხოვნილია, რომ დაშვებულ იქნან სავაჭროდ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში;
ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებითაც ვაჭრობენ ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში;
ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებზეც არ ვრცელდება (a), (b) ან (c) ქვეპუნქტები და რომელთა ფასი ან ღირებულება დამოკიდებულია ან გავლენას ახდენს აღნიშნულ ქვეპუნქტებში მითითებული ფინანსური ინსტრუმენტების, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, საკრედიტო დეფოლტური სვოპებისა და ფასთა შორის სხვაობაზე კონტრაქტების ფასსა და ღირებულებაზე.
ეს რეგულაცია, ასევე, ვრცელდება ქცევებზე ან გარიგებებზე, მათ შორის, ფასის შეთავაზების წინადადებებზე, რომლებიც დაკავშირებულია აუქციონზე გაყიდვასთან აუქციონის პლატფორმის საშუალებით, რომელიც აღჭურვილია სრული უფლებებით, როგორც ემისიის კვოტების ან მათ საფუძველზე აუქციონზე გატანილი სხვა პროდუქტების რეგულირებული ბაზარი, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, როდესაც აუქციონზე გატანილი პროდუქტები არ არის ფინანსური ინსტრუმენტები (EU) No 1031/2010 რეგულაციის შესაბამისად. აუქციონზე ფასის შეთავაზების წინადადებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სპეციფიკური დებულების გათვალისწინებით, ამ რეგულაციაში სავაჭრო შეკვეთებისთვის დადგენილი ნებისმიერი მოთხოვნა ან აკრძალვა ვრცელდება ამგვარ წინადადებებზეც.
2. მე-12 და მე-15 მუხლები, ასევე, ეხება:
სპოტურ კონტრაქტებს, რომლებიც არაა დაკავშირებული საბითუმო რეალიზაციისთვის განკუთვნილ ენერგოპროდუქციასთან, როდესაც გარიგება, შეკვეთა ან ქცევა გავლენას ახდენს, სავარაუდოდ, მოახდენს ან გამიზნულია, რომ მოახდინოს 1-ელ პუნქტში მითითებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე ან ღირებულებაზე;
ფინანსური ინსტრუმენტების ტიპებს, მათ შორის, საკრედიტო რისკის ტრანსფერისთვის დერივატულ ხელშეკრულებებს ან წარმოებულ ინსტრუმენტებს, როდესაც გარიგება, შეკვეთა, ფასის შეთავაზების წინადადება ან ქცევა გავლენას ახდენს, სავარაუდოდ, მოახდენს ან გამიზნულია, რომ მოახდინოს სპოტური კონტრაქტის ფასზე ან ღირებულებაზე, როდესაც ფასი ან ღირებულება დამოკიდებულია აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე ან ღირებულებაზე;
ორიენტირებთან დაკავშირებული ქცევა.
3. ეს რეგულაცია ვრცელდება ნებისმიერ გარიგებაზე, შეკვეთაზე ან ქცევაზე, რომელიც ეხება 1-ელ და მე-2 პუნქტებში მითითებულ ნებისმიერ ფინანსურ ინსტრუმენტს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ადგილი ამგვარ გარიგებას, შეკვეთას ან ქცევას ვაჭრობის ადგილზე.
4. ამ რეგულაციაში განსაზღვრული აკრძალვები და მოთხოვნები ეხება 1-ელ და მე-2 პუნქტებში მითითებულ ინსტრუმენტებთან დაკავშირებულ ქმედებებსა და უმოქმედობებს ევროკავშირსა და მესამე ქვეყანაშ