1. მე-8 და მე-14 მუხლების მიზნებისათვის, მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ იურიდიული პირი ფლობს ან ფლობდა შიდა ინფორმაციას, არ უნდა მივიჩნიოთ, რომ ამ პირმა გამოიყენა აღნიშნული ინფორმაცია და, ამგვარად, ჩაერთო ინსაიდერულ სავაჭრო ოპერაციაში შესყიდვის ან გაყიდვის საფუძველზე, როდესაც ამ იურიდიულ პირს:
დაწესებული, განხორციელებული და დამტკიცებული აქვს ადეკვატური და ეფექტური შიდა მექანიზმები და პროცედურები, რომლებიც ეფექტურად უზრუნველყოფს, რომ არც ფიზიკური პირი, რომელმაც მიიღო იმ ფინანსური ინსტრუმენტების შეძენის ან გაყიდვის გადაწყვეტილება მისი სახელით, რომელთაც ინფორმაცია უკავშირდება, არც სხვა ფიზიკური პირი, რომელსაც შეეძლო გავლენის მოხდენა ამ გადაწყვეტილებაზე, არ ფლობდეს შიდა ინფორმაციას;
არ წაუხალისებია, რეკომენდაცია არ გაუწევია, არ დაურწმუნებია ან სხვაგვარი გავლენა არ მოიხდენია ფიზიკურ პირზე, რომელმაც იურიდიული პირის სახელით შეიძინა ან გაყიდა ფინანსური ინსტრუმენტები, რომელთაც უკავშირდება ინფორმაცია.
2. მე-8 და მე-14 მუხლების მიზნებისათვის, მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ პირი ფლობს შიდა ინფორმაციას, არ უნდა მივიჩნიოთ, რომ ამ პირმა გამოიყენა აღნიშნული ინფორმაცია და, ამგვარად, ჩაერთო ინსაიდერულ სავაჭრო ოპერაციაში შესყიდვის ან გაყიდვის საფუძველზე, როდესაც ეს პირი:
იმ ფინანსური ინსტრუმენტის შემთხვევაში, რომელსაც ინფორმაცია უკავშირდება, არის მარკეტმეიკერი ან პირი, რომელიც უფლებამოსილია, იმოქმედოს, როგორც კონტრაგენტმა და იმ ფინანსური ინსტრუმენტების შეძენა ან გაყიდვა, რომელთაც ინფორმაცია უკავშირდება, ხორციელდება კანონიერად მისი, როგორც ამ ფინანსური ინსტრუმენტის მარკეტმეიკერის ან კონტრაგენტის, ჩვეული ფუნქციონირებისას;
უფლებამოსილია, აღასრულოს შეკვეთები მესამე მხარეების სახელით და შეკვეთასთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტები შეიძინოს ან გაყიდოს იმგვარად, რომ შეკვეთა განხორციელდეს კანონიერად ამ პირის სამსახურებრივი სამუშაოს, პროფესიული საქმიანობის ან მოვალეობების ჩვეული მიმდინარეობისას.
3. მე-8 და მე-14 მუხლების მიზნებისათვის, მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ პირი ფლობს შიდა ინფორმაციას, არ უნდა მივიჩნიოთ, რომ ამ პირმა გამოიყენა აღნიშნული ინფორმაცია და, ამგვარად, ჩაერთო ინსაიდერულ სავაჭრო ოპერაციაში შესყიდვის ან გაყიდვის საფუძველზე, როდესაც ეს პირი შედის გარიგებაში ფინანსური ინსტრუმენტების შეძენის ან გაყიდვის მიზნით და ეს გარიგება იდება კეთილსინდისიერად, ვალდებულების შესრულების საფუძველზე და ითვალისწინებს ინსაიდერული სავაჭრო ოპერაციის აკრძალვას და:
ეს ვალდებულება წარმოიშვა შეკვეთის განთავსების შედეგად ან ისეთი ხელშეკრულების შედეგად, რომელიც დაიდო მანამ, სანამ შესაბამისი პირისთვის ცნობილი გახდებოდა შიდა ინფორმაცია;
ეს გარიგება ემსახურება სამართლებრივი ან მარეგულირებელი ვალდებულების შესრულებას, რომელიც წარმოიშვა მანამ, სანამ შესაბამისი პირისთვის ცნობილი გახდებოდა შიდა ინფორმაცია.
4. მე-8 და მე-14 მუხლების მიზნებისათვის, მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ პირი ფლობს შიდა ინფორმაციას, არ უნდა მივიჩნიოთ, რომ ამ პირმა გამოიყენა აღნიშნული ინფორმაცია და, ამგვარად, ჩაერთო ინსაიდერულ სავაჭრო ოპერაციაში, თუ ამ პირმა შიდა ინფორმაცია მოიპოვა კომპანიის საჯარო შთანთქმის ან შერწყმის პროცესში და იყენებს ამ შიდა ინფორმაციას მხოლოდ აღნიშნული შერწყმის ან საჯარო შთანთქმის პროცესის გასაგრძელებლად იმ პირობით, რომ აღნიშნული კომპანიის აქციონერების მიერ შერწყმის ან შეთავაზების მიღების დადასტურების მომენტისთვის ნებისმიერი შიდა ინფორმაცია გასაჯაროვდება ან სხვა გზით შეწყდება მისი, როგორც შიდა ინფორმაციის სტატუსი;
ეს პუნქტი არ ვრცელდება წილების შეძენაზეს.
5. მე-8 და მე-14 მუხლების მიზნებისათვის, მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ პირი საკუთარ ცოდნაზე დაყრდნობით იღებს ფინანსური ინსტრუმენტების შეძენის ან გაყიდვის გადაწყვეტილებას ამ ფინანსური ინსტრუმენტების შეძენის ან გაყიდვის პროცესში, თავისთავად, არ ნიშნავს შიდა ინფორმაციის გამოყენებას.
6. ამ მუხლის 1-ელი-მე-5 პუნქტების მიუხედავად, შესაძლებელია, მიჩნეულ იქნას, რომ დაირღვა მე-14 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ინსაიდერული სავაჭრო ოპერაციის აკრძალვას, თუ კომპეტენტური ორგანო დაადგენს, რომ შესაბამისი სავაჭრო შეკვეთების, გარიგებების ან ქცევის მიზანი კანონიერი არ იყ