1. ამ რეგულაციის მიზნებისათვის შიდა ინფორმაციაში შედის შემდეგი ტიპის ინფორმაციები:
ზუსტი ინფორმაცია, რომელიც არ გასაჯაროებულა და რომელიც, პირდაპირ ან არაპირდაპირ, უკავშირდება ერთ ან რამდენიმე ემიტენტს ან ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ინსტრუმენტს და რომელიც, რომ გასაჯაროებულიყო, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებდა ამ ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე ან მათთან დაკავშირებული წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე;
რაც შეეხება სასაქონლო დერივატივებს, ზუსტი ინფორმაცია, რომელიც არ გასაჯაროებულა და რომელიც, პირდაპირ ან არაპირდაპირ, უკავშირდება ერთ ან რამდენიმე ამგვარ დეივატივს ან პირდაპირ უკავშირდება მასთან დაკავშირებულ სპოტურ კონტრაქტს და რომელიც, რომ გასაჯაროებულიყო, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებდა ამგვარი წარმოებულების ფასზე ან მათთან დაკავშირებული სპოტური კონტრაქტების ფასზე და როდესაც ეს არის ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც გონივრულად მოსალოდნელია ან რომლის გამჟღავნებაც მოთხოვნილია ევროკავშირის ან ეროვნულ დონეზე შესაბამის სასაქონლო დერივატივების ბაზრებთან ან სპოტურ ბაზრებთან დაკავშირებული სამართლებრივი ან მარეგულირებელი დებულებების, ბაზრის წესების, ხელშეკრულების, პრაქტიკის ან ჩვეულების შესაბამისად;
რაც შეეხება ემისიის კვოტებს ან მათ საფუძველზე აუქციონზე გატანილ პროდუქტებს, ზუსტი ინფორმაცია, რომელიც არ გასაჯაროებულა და რომელიც, პირდაპირ ან არაპირდაპირ, უკავშირდება ერთ ან რამდენიმე ამგვარ ინსტრუმენტს და რომელიც, რომ გასაჯაროებულიყო, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებდა ამგვარი ინსტრუმენტების ფასზე ან მათთან დაკავშირებული წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე;
იმ პირთათვის, რომლებიც ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებულ შეკვეთებს აღასრულებენ, ამაში იგულისხმება ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით კლიენტის მიმდინარე შეკვეთების შესახებ კლიენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციაც, რომელიც ზუსტია და რომელიც, პირდაპირ ან არაპირდაპირ, უკავშირდება ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ინსტრუმენტს და რომელიც, რომ გასაჯაროებულიყო, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებდა ამ ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე, მათთან დაკავშირებული სპოტური კონტრაქტების ფასზე ან მათთან დაკავშირებული წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე;
2. 1-ელი პუნქტის მიზნებისათვის, ინფორმაცია მიიჩნევა ზუსტ ინფორმაციად, თუ იგი მიუთითებს რიგ არსებულ გარემოებებზე ან რომელთა არსებობაც, გონივრულად, მოსალოდნელია, ან მოვლენაზე, რომელიც მოხდა ან რომელიც, მოსალოდნელია, რომ მოხდეს, როდესაც იგი საკმარისად სპეციფიკურია საიმისოდ, რომ დავასკვნათ, რა გავლენას იქონიებს ეს რიგი გარემოებები ან ეს მოვლენა ფინანსური ინსტრუმენტების, მათთან დაკავშირებული წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების, მათთან დაკავშირებული სპოტური კონტრაქტების ან ემისიის კვოტების საფუძველზე აუქციონზე გატანილი პროდუქტების ფასებზე. ამ თვალსაზრისით, პროცესის გაჭიანურების შემთხვევაში, რომლის მიზანია კონკრეტული გარემოებების ან კონკრეტული მოვლენის მიღება, ეს სამომავლო გარემოებები ან სამომავლო მოვლენა, ასევე, ამ პროცესში განხორციელებული შუალედური ქმედებები, რომელთაც მომავალში უნდა გამოიწვიონ ეს გარემოებები ან მოვლენა, შესაძლებელია, მივიჩნიოთ ზუსტ ინფორმაციად.
3. გაჭიანურებულ პროცესში განხორციელებული შუალედური ქმედებები მიიჩნევა შიდა ინფორმაციად, თუ, თავისთავად, იგი აკმაყოფილებს ამ მუხლში მითითებული შიდა ინფორმაციისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
4. 1-ელი პუნქტის მიზნებისათვის, ინფორმაცია, რომელიც, რომ გასაჯაროებულიყო, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებდა ფინანსური ინსტრუმენტების, წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების, მათთან დაკავშირებული სპოტური კონტრაქტების ან ემისიის კვოტების საფუძველზე აუქციონზე გატანილი პროდუქტების ფასებზე, არის ინფორმაცია, რომელიც გონიერი ინვესტორისთვის შესაძლოა, საინვესტიციო გადაწყვეტილებების საფუძველი გახდეს.
ემისიის კვოტების ბაზრის იმგვარი მონაწილეების შემთხვევაში, რომელთა საერთო გაფრქვევები ან ნომინალური თბური სიმძლავრე მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში განსაზღვრულ ზღვართან ან ზღვარს ქვემოთაა, მიიჩნევა, რომ ინფორმაცია მათი ფიზიკური მუშაობის შესახებ მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს ემისიის კვოტების, მათ საფუძველზე აუქციონზე გატანილი პროდუქტებისა და წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასზე.
5. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა გამოსცეს სახელმძღვანელო მითითებები, სადაც მოცემული იქნება გონივრულად მოსალოდნელი ინფორმაციების არასრული ნუსხა, ან ისეთი ინფორმაციების არასრული ნუსხა, რომელთა გამჟღავნებასაც ითხოვს ევროკავშირის ან ეროვნული კანონმდებლობის სამართლებრივი ან მარეგულირებელი დებულებები, საბაზრო წესები, ხელშეკრულება, პრაქტიკა ან ჩვეულება, რომლებიც დაკავშირებულია 1-ელი პუნქტის (b) ქვეპუნქტში მითითებულ შესაბამის სასაქონლო დერივატივების ბაზრებთან ან სპოტურ ბაზრებთან. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია ჯეროვნად ითვალისწინებს აღნიშნული ბაზრების სპეციფიკურობა