1. ამ რეგულაციის მიზნებისათვის, შიდა ინფორმაციის უკანონო გამჟღავნებად მიიჩნევა, როდესაც პირი ფლობს შიდა ინფორმაციას და უმჟღავნებს ამ ინფორმაციას ნებისმიერ სხვა პირს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამჟღავნება ხდება სამსახურებრივი სამუშაოს, პროფესიული საქმიანობის ან მოვალეობების ჩვეული მიმდინარეობისას.

ეს პუნქტი ვრცელდება ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, რომელიც აღმოჩნდება მე-8 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ სიტუაციებში ან გარემოებებში.

2. ამ რეგულაციის მიზნებისათვის, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული რეკომენდაციების ან სტიმულის გამჟღავნება არის შიდა ინფორმაციის უკანონო გამჟღავნება ამ მუხლის შესაბამისად, როდესაც პირმა, რომელიც ამჟღავნებს რეკომენდაციას ან სტიმულს, იცის ან უნდა იცოდეს, რომ იგი ეფუძვნება შიდა ინფორმაცია