1. ბაზრის ზონდირება ითვალისწინებს ერთი ან რამდენიმე პოტენციური ინვესტორისთვის ინფორმაციის მიწოდებას მანამ, სანამ გამოცხადდებოდეს გარიგება, რათა განისაზღვროს შესაძლო გარიგებაში პოტენციური ინვესტორების დაინტერესების ხარისხი და მასთან დაკავშირებული პირობები, კერძოდ, გარიგების პოტენციური მოცულობა ან ფასი:

ემიტენტის მიერ;

ფინანსური ინსტრუმენტის მეორადი ოფერენტის მიერ, ისეთი რაოდენობით ან ღირებულებით, რომ გარიგება განსხვავდებოდეს ჩვეულებრივი ვაჭრობისგან და იყენებდეს პოტენციური ინვესტორების პოტენციური ინტერესის წინასწარ შეფასებაზე დაფუძვნებული გაყიდვის მეთოდს;

ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილის საშუალებით;

მესამე მხარის საშუალებით, რომელიც მოქმედებს (a), (b) ან (c) მითითებული პირის სახელით ან მის სასარგებლოდ.

2. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, შიდა ინფორმაციის გამჟღავნება იმ პირის მიერ, რომელსაც განზრახული აქვს, კომპანიის ფასიანი ქაღალდების მსხვილი პაკეტის ნასყიდობის შესახებ საჯარო შეთავაზებით ან კომპანიასთან შერწყმის წინადადებით მიმართოს ფასიან ქაღალდებზე უფლებამოსილ მხარეებს, ასევე, წარმოადგენს ბაზრის ზონდირებას, თუ:

ფასიან ქაღალდებზე უფლებამოსილ მხარეებს ინფორმაცია სჭირდებათ იმისათვის, რომ განსაზღვრონ, სურთ თუ არა საკუთარი ფასიანი ქაღალდების შეთავაზება: და

შერწყმის ან მსხვილი პაკეტის ნასყიდობის შესახებ საჯარო შეთავაზების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია, ფასიან ქაღალდებზე უფლებამოსილ მხარეებს ჰქონდეთ საკუთარი ფასიანი ქაღალდების შეთავაზების სურვილი.

3. ბაზრის ზონდირებამდე ინფორმაციის გამომვლენმა ბაზრის მონაწილემ საგანგებოდ უნდა იმსჯელოს იმაზე, შევიდეს თუ არა ბაზრის ზონდირებაში შიდა ინფორმაციის გამჟღავნება. ინფორმაციის გამომვლენმა ბაზრის მონაწილემ უნდა შეადგინოს წერილობითი დასკვნა, რომელშიც მიუთითებს ამ დასკვნის საფუძვლებსაც. მოთხოვნის შემთხვევაში, იგი ამგვარ წერილობით დასკვნას წარუდგენს კომპეტენტურ ორგანოს. ეს ვალდებულება ვრცელდება თითოეული ინფორმაციის გამჟღავნებაზე მთელი ბაზრის ზონდირების პროცესში. ინფორმაციის გამომვლენმა ბაზრის მონაწილემ ამ პუნქტში მითითებული წერილობითი დასკვნა უნდა განაახლოს საჭიროებისამებრ.

4. მე-10 მუხლის 1-ელი პუნქტის მიზებისათვის, მიიჩნევა, რომ ბაზრის ზონდირების პროცესში შიდა ინფორმაცია გამჟღავნებულია პირის სამსახურებრივი სამუშაოს, პროფესიული საქმიანობის ან მოვალეობების ჩვეული მიმდინარეობისას, თუ ინფორმაციის გამომვლენი ბაზრის მონაწილე აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს.

5. მე-4 პუნქტის მიზნებისათვის ინფორმაციის გამომვლენმა ბაზრის მონაწილემ გამჟღავნებამდე უნდა:

მიიღოს თანხმობა ბაზრის ზონდირების მსურველი პირისგან იმასთან დაკავშირებით, რომ მას სურს შიდა ინფორმაციის მიღება;

ბაზრის ზონდირების მსურველ პირს მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას ეკრძალება ამ ინფორმაციის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა იმ ფინანსური ინსტრუმენტების საკუთარი სახელით შეძენის ან მათი გაყიდვის საშუალებით, რომლებთანაც ეს ინფორმაციაა დაკავშირებული პირდაპირ ან არაპირდაპირ;

მიაწოდოს ინფორმაცია ბაზრის ზონდირების მსურველ პირს იმის შესახებ, რომ მას ეკრძალება ამ ინფორმაციის გამოყენება ან ამ ინფორმაციის გამოყენების მცდელობა ფინანსურ ინსტრუმენტთან დაკავშირებით უკვე განთავსებული შეკვეთის გაუქმების ან შესწორების საშუალებით, რომელსაც ეხება ინფორმაცია;

მიაწოდოს ინფორმაცია ბაზრის ზონდირების მსურველ პირს იმის შესახებ, რომ ინფორმაციის მიღებაზე დათანხმებით იგი კისრულობს ამ ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვის ვალდებულებას.

ინფორმაციის გამომვლენმა ბაზრის მონაწილემ უნდა ჩაიწეროს და შეინახოს ყველა ინფორმაცია, რომელსაც აწვდის ბაზრის ზონდირების მსურველ პირს, მათ შორის, 1-ელი ქვეპუნქტის (a) – (d) ქვექვეპუნქტების შესაბამისად გაცემული ინფორმაცია. მან, ასევე, უნდა ჩაიწეროს და შეინახოს პოტენციური ინვესტორების ვინაობა, რომელთაც გაუმჟღავნა ინფორმაცია, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, იურიდიული და ფიზიკური პირების ვინაობა, რომლებიც მოქმედებენ პოტენციური ინვესტორის სახელით და ყოველი ინფორმაციის გამჟღავნების თარიღი და დრო. მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაციის გამომვლენი ბაზრის მონაწილე ამ ჩანაწერებს გადასცემს კომპეტენტურ ორგანოს.

6. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის გამომვლენი ბაზრის მონაწილის შეფასებით, ბაზრის ზონდირების პროცესში გამჟღავნებული ინფორმაცია აღარ წარმოადგენს შიდა ინფორმაციას, ინფორმაციის გამომვლენი ბაზრის მონაწილე შესაბამის ინფორმაციას, შეძლებისდაგვარად, მოკლე დროში მიაწვდის მიმღებს.

ინფორმაციის გამომვლენი ბაზრის მონაწილე ინახავს ამ მუხლის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციის ჩანაწერს და მოთხოვნის შემთხვევაში, უგზავნის მას კომპეტენტურ ორგანოს.

7. ამ მუხლის დებულებების მიუხედავად, ბაზრის ზონდირების მსურველმა პირმა თვითონ უნდა შეაფასოს, ფლობს თუ არა შიდა ინფორმაციას ან როდის აღარ ფლობს იგი შიდა ინფორმაციას.

8. ინფორმაციის გამომვლენი ბაზრის მონაწილე ამ მუხლში მითითებულ ჩანაწერებს ინახავს, სულ მცირე, ხუთი წლის განმავლობაში.

9. ამ მუხლის თანმიმდევრული ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს შესაბამის მექანიზმებს, პროცედურებსა და აღრიცხვის მოთხოვნებს, რათა პირებმა დააკმაყოფილონ მე-4, მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტებში განსაზღვრული მოთხოვნები.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტს წარუდგენს კომისიას 2015 წლის 3 ივლისისთვის.

კომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტები ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-10-მე-14 მუხლების შესაბამისად.

10. ამ მუხლის გამოყენებისთვის ერთგვაროვანი პირობების უზრუნველსაყოფად, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს პირების მიერ გამოსაყენებელ სისტემებსა და შეტყობინების ნიმუშებს, რათა მათ დააკმაყოფილონ ამ მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტებში განსაზღვრული მოთხოვნები, კერძოდ, მე-4-მე-8 პუნქტებში მითითებული აღრიცხვის ზუსტი ფორმატი და ტექნიკური საშუალებები მე-6 მუხლში მითითებული ინფორმაციის სათანადოდ მისაწოდებლად ბაზრის ზონდირების მსურველი პირისათვის.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტს წარუდგენს კომისიას 2015 წლის 3 ივლისისთვის.

კომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტები (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-5 მუხლის შესაბამისად.

11. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია გამოსცემს სახელმძღვანელო მითითებებს (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-16 მუხლის შესაბამისად, რომელიც მიმართულია ბაზრის ზონდირების მსურველი პირებისადმი და ეხება შემდეგს:

ფაქტორები, რომლებიც ამ პირებმა უნდა გაითვალისწინონ, როდესაც მათ უმჟღავნებენ ინფორმაციას ბაზრის ზონდირების პროცესის ფარგლებში, რათა შეაფასონ, არის თუ არა ინფორმაცია შიდა ინფორმაცია;

ნაბიჯები, რომლებიც ამ პირებმა უნდა გადადგან, თუ მათ გაუმჟღავნებენ შიდა ინფორმაციას, რათა დააკმაყოფილონ ამ რეგულაციის მე-8 და მე-10 მუხლები;

ჩანაწერები, რომლებიც ამ პირებმა უნდა შეინახონ, რათა დაამტკიცონ, რომ აკმაყოფილებენ ამ რეგულაციის მე-8 და მე-10 მუხლების მოთხოვნებ