1. ამ რეგულაციის მიზნებისათვის საბაზრო მანიპულაციებში შედის შემდეგი ქმედებები:
გარიგების დადება, სავაჭრო შეკვეთის განთავსება ან ნებისმიერი სხვა ქცევა, რომელიც:
იძლევა ან, სავარაუდოდ, იძლევა ცრუ ან შეცდომაში შემყვან სიგნალებს ფინანსური ინსტრუმენტის, მასთან დაკავშირებული სპოტური კონტრაქტის ან ემისიის კვოტების საფუძველზე აუქციონზე გატანილი პროდუქტის მიწოდებასთან, მოთხოვნასთან ან ფასთან დაკავშირებით;
ნორმიდან გადახრილ ან ხელოვნურ დონეზე, ამყარებს ან, სავარაუდოდ, გაამყარებს ერთი ან რამდენიმე ფინანსური ინსტრუმენტის, მასთან დაკავშირებული სპოტური კონტრაქტის ან ემისიის კვოტების საფუძველზე აუქციონზე გატანილი პროდუქტის ფასს;
თუ გარიგებაში მონაწილე პირი, რომელიც ათავსებს სავაჭრო შევეთას ან ახორციელებს ნებისმიერ სხვა ქცევას არ დაასაბუთებს, რომ ამგვარ გარიგებას, შეკვეთას ან ქცევას ჰქონდა კანონიერი საფუძველი და შეესაბამებოდა მე-13 მუხლის შესაბამისად მიღებულ საბაზრო პრაქტიკას;
გარიგებაში მონაწილეობა, სავაჭრო შეკვეთის განთავსება ან ნებისმეირი სხვა ქმედება ან ქცევა, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ან, სავარაუდოდ, მოახდენს ერთი ან რამდენიმე ფინანსური ინსტრუმენტის, მასთან დაკავშირებული სპოტური კონტრაქტის ან ემისიის კვოტების საფუძველზე აუქციონზე გატანილი პროდუქტის ფასზე, რაშიც გამოყენებულია ფიქტიური მექანიზმი ან ტყუილის ან მაქინაციის ნებისმიერი სხვა ფორმა;
ინფორმაციის გავრცელება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მათ შორის, ინტერნეტით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ან, სავარაუდოდ, იძლევა ცრუ ან შეცდომაში შემყვან სიგნალებს ფინანსური ინსტრუმენტის, მასთან დაკავშირებული სპოტური კონტრაქტის ან ემისიის კვოტების საფუძველზე აუქციონზე გატანილი პროდუქტის მიწოდებასთან, მოთხოვნასთან ან ფასთან დაკავშირებით, ან ნორმიდან გადახრილ ან ხელოვნურ დონეზე, ამყარებს ან, სავარაუდოდ, გაამყარებს ერთი ან რამდენიმე ფინანსური ინსტრუმენტის, მასთან დაკავშირებული სპოტური კონტრაქტის ან ემისიის კვოტების საფუძველზე აუქციონზე გატანილი პროდუქტის ფასს, მათ შორის, ჭორების გავრცელება, როდესაც ჭორის გამვრცელებელმა პირმა იცის ან უნდა იცოდეს, რომ ინფორმაცია ცრუ ან შეცდომაში შემყვანია;
ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გადაცემა ან ცრუ ან შედცომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდება ორიენტირთან დაკავშირებით, როდესაც პირმა, რომელმაც ინფომაცია გადასცა ან მიაწოდა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ იგი ცრუ ან შეცდომაში შემყვანი იყო, ან ნებისმიერი სხვა ქცევა, რომელიც ბენჩმარკის გაანგარიშებით მანიპულირებას ემსახურება.
2. სხვა ქცევებთან ერთად, საბაზრო მანიპულაციად მიიჩნევა ქვემოთ მოცემული ქცევაც:
პირის ან ერთობრივად მოქმედი პირების ქცევა, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ შენარჩუნდეს დომინირებული მდგომარეობა ფინანსური ინსტრუმენტის, მასთან დაკავშირებული სპოტური კონტრაქტების ან ემისიის კვოტების საფუძველზე აუქციონზე გატანილი პროდუქტების მიწოდებასთან ან მოთხოვნასთან დაკავშირებით, რასაც, პირდაპირ ან არაპირდაპირ, აქვს ან, სავარაუდოდ, ექნება შესყიდვის ან გაყიდვის ფასების ფიქსირების ეფექტი ან რაც ქმნის ან, სავარაუდოდ, შექმნის სხვა უსამართლო სავაჭრო პირობებს;
ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა ან გაყიდვა ბაზრის გახსნისას ან დახურვისას, რასაც შეცდომაში შეჰყავს ან რაც, სავარაუდოდ, შეცდომაში შეიყვანს ინვესტორებს, რომლებიც მოქმედებენ ნაჩვენები ფასების საფუძველზე, მათ შორის, ბაზრის გახსნისას ან დახურვისას დაფიქსირებული ფასების საფუძველზე;
ვაჭრობის ადგილზე შეკვეთების განთავსება, მათი გაუქმების ან ნებისმიერი ცვლილების ჩათვლით, ვაჭრობის ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული საშუალებებით, როგორებიცაა: ალგორითმული და მაღალი სიხშირის ვაჭრობის სტრატეგიები და რომელიც იწვევს 1-ელი პუნქტის (a) ან (b) ქვეპუნქტში მითითებულ შედეგებს, რამდენადაც:
აბრკოლებს ან აფერხებს სავაჭრო სისტემის ფუნქციონირებას ვაჭრობის ადგილას ან, სავარაუდოდ, გამოიწვევს ამგვარ შედეგს;
სხვა პირებისთვის ართულებს რეალური შეკვეთების იდენტიფიცირებას ვაჭრობის ადგილზე ფუნქციონირებად სავაჭრო სისტემაში ან რაღაც მსგავსი ქმედებით, მათ შორის, შეკვეთებში შესვლით იწვევს შეკვეთების წიგნის მეტისმეტად დატვირთვას ან მწყობრიდან გამოყვანას;
ცრუ ან შეცდომაში შემყვანი სიგნალის შექმნა ან, თითქოსდა, შექმნა ფინანსური ინსტრუმენტის მიწოდების, მოთხოვნის ან ფასის თაობაზე, კერძოდ, შეკვეთებში შესვლა ტენდენციის წამოსაწყებად ან შესამცირებლად;
ტრადიციულ ან ელექტრონულ მედიასთან არარეგულარული ან რეგულარული წვდომის უპირატესობის გამოყენება ფინანსური ინსტრუმენტის, მასთან დაკავშირებული სპოტური კონტრაქტის ან ემისიის კვოტების საფუძველზე აუქციონზე გატანილი პროდუქტის (ან, არაპირდაპირ, მისი ემიტენტის შესახებ) შესახებ აზრის გამოსახატად, მაშინ, როდესაც აზრი ადრევე გამოიხატა ამ ფინანსური ინსტრუმენტის, მასთან დაკავშირებული სპოტური კონტრაქტის ან ემისიის კვოტების საფუძველზე აუქციონზე გატანილ პროდუქტის შესახებ და გაჟღერებულ მოსაზრებებს ამ ინსტრუმენტის, მასთან დაკავშირებული სპოტური კონტრაქტის ან ემისიის კვოტების საფუძველზე აუქციონზე გატანილი პროდუქტის ფასის შესახებ მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს, მაგრამ, ამასთ ერთად, არ საჯაროვდება ეს ინტერესთა კონფლიქტი სათანადოდ და ეფექტურად;
ემისიის კვოტების ან მასთან დაკავშირებული წარმოებულების მეორად ბაზარზე გაყიდვა ან ყიდვა (EU) No 1031/2010 რეგულაციის შესაბამისად გამართულ აუქციონამდე, რაც იწვევს აუქციონის კლირინგული ფასის დაფიქსირებას აუქციონზე გატანილი პროდუქტებისთვის ნორმიდან გადახრილ ან ხელოვნურ დონეზე ან რასაც შეცდომაში შეჰყავს ვაჭრობის მონაწილეები, რომლებიც სთავაზობენ ფასებს აუქციონებზე.
3. 1-ელი პუნქტის (a) და (b) ქვეპუნქტების გამოყენების მიზნით და მე-2 პუნქტში განსაზღვრული ქცევის ფორმების გათვალისწინებით, I დანართი ადგენს ნიშნების არასრულ ჩამონათვალს, რომელიც დაკავშირებულია ფიქტიური მექანიზმის ან ტყუილის ან მაქინაციის ნებისმიერი სხვა ფორმის გამოყენებასთან და ნიშნების არასრულ ჩამონათვალს, რომლებიც დაკავშირებულია ცრუ ან შეცდომაში შემყვან სიგნალებთან და ფასის ფიქსირებასთან.
4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლში მითითებული პირი არის იურიდიული პირი, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ეს მუხლი ვრცელდება ფიზიკურ პირებზე, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას, საქმიანობები განხორციელდეს შესაბამისი იურიდიული პირის სახელით.
5. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს დელეგირებული აქტები 35-ე მუხლის შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრავენ I დანართში დადგენილ ინდიკატორებს მათი ელემენტების განმარტებისა და ფინანსური ბაზრების ტექნიკური განვითრების გათვალისწინების მიზნი