1. ემიტენტებმა ან მათი სახელით ან მათ სასარგებლოდ მოქმედმა ნებისმიერმა პირმა უნდა:
შეადგინონ ყველა იმ პირის ნუსხა, რომელსაც აქვს წვდომა შიდა ინფორმაციასთან და რომელიც მუშაობს მათთვის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ან სხვაგვარად ასრულებს დავალებებს და, აქედან გამომდინარე, მათ აქვთ წვდომა შიდა ინფორმაციაზე. ასეთი პირები არიან: მრჩევლები, ბუღალტრები ან კრედიტუნარიანობის შეფასების სააგენტოები (ინსაიდერთა ნუსხა);
განაახლოს ინსაიდერთა ნუსხა სასწრაფოდ მე-4 პუნქტის შესაბამისად;
მიაწოდოს ინსაიდერთა ნუსხა კომპეტენტურ ორგანოს მოთხოვნიდან, შეძლებისდაგვარად, მოკლე დროში.
2. ემიტენტებმა ან მათი სახელით ან მათ სასარგებლოდ მოქმედმა ნებისმიერმა პირმა უნდა განახორციელონ ყველა გონივრული ქმედება, რათა ინსაიდერთა ნუსხაში შეყვანილმა ნებისმიერმა პირმა წერილობით დაადასტუროს, რომ მისთვის ცნობილია, რა იურიდიული ვალდებულებები ეკისრება და რა სანქციები გატარდება მის წინააღმდეგ ინსაიდერული სავაჭრო ოპერაციებში მონაწილეობისა და შიდა ინფორმაციის უკანონო გამჟღავნების შემთხვევაში.
იმ შემთხვევაში, თუ ინსაიდერთა ნუსხას ადგენს და აახლებს ემიტენტების სახელით ან მათ სასარგებლოდ მოქმედი სხვა პირი, ემიტენტი სრულად რჩება პასუხისმგებელი ამ მუხლთან შესაბამისობაზე. ემიტენტს ყოველთვის აქვს ინსაიდერთა ნუსხასთან წვდომის უფლება.
3. ინსაიდერთა ნუსხა უნდა შეიცავდეს, მინიმუმ:
ნებისმიერი პირის ვინაობას, რომელსაც ხელი მიუწვდება შიდან ინფორმაციასთან;
ამ პირის ინსაიდერთა ნუსხაში შეტანის მიზეზს;
თარიღსა და დროს, როდესაც ამ პირმა მიიღო შიდა ინფორმაციასთან წვდომის უფლება;
ინსაიდერთა ნუსხის შედგენის თარიღს.
4. ემიტენტებმა ან მათი სახელით ან მათ სასარგებლოდ მოქმედმა ნებისმიერმა პირმა სასწრაფოდ უნდა განაახლონ ინსაიდერთა ნუსხა, მათ შორის, განახლების თარიღი, შემდეგ შემთხვევებში:
როდესაც იცვლება ინსაიდერთა ნუსხაში უკვე შეყვანილი პირის შეყვანის მიზეზი;
როდესაც არის ახალი პირი, რომელსაც აქვს წვდომა შიდა ინფორმაციასთან და, აქედან გამომდინარე, საჭიროა მისი დამატება ინსაიდერთა ნუსხაში;
როდესაც პირს უწყდება უფლება, ხელი მიუწვდებოდეს შიდა ინფორმაციაზე.
ყოველი განახლების შემთხვევისას უნდა მიეთითოს იმ ცვლილების თარიღი და დრო, რომელმაც განახლების საჭიროება წარმოშვა.
5. ემიტენტებმა ან მათი სახელით ან მათ სასარგებლოდ მოქმედმა ნებისმიერმა პირმა ინსაიდერთა ნუსხა უნდა შეინახონ, მინიმუმ, ხუთი წლის განმავლობაში მისი შედგენის ან განახლების შემდეგ.
6. ემიტენტებს, რომელთა ფინანსური ინსტრუმენტები დაშვებულია სავაჭროდ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მზარდ ბაზარზე, არ ეხებათ ინსაიდერთა ნუსხის შედგენის ვალდებულება, თუ დაცულია შემდეგი პირობები:
ემიტენტი ახორციელებს ყველა გონივრულ ქმედებას, რათა ინსაიდერთა ნუსხაში შეყვანილმა ნებისმიერმა პირმა წერილობით დაადასტუროს, რომ მისთვის ცნობილია, რა იურიდიული ვალდებულებები ეკისრება და რა სანქციები გატარდება მის წინააღმდეგ ინსაიდერული სავაჭრო ოპერაციებში მონაწილეობისა და შიდა ინფორმაციის უკანონო გამჟღავნების შემთხვევაში;
ემიტენტს შეუძლია, ინსაიდერთა ნუსხა მიაწოდოს კომპეტენტურ ორგანოს მოთხოვნისთანავე.
7. ეს მუხლი ვრცელდება ემიტენტებზე, რომელთაც მოითხოვეს ან დაუმტკიცდათ მათი ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭროდ დაშვება რეგულირებულ ბაზარზე წევრ სახელმწიფოში ან ისეთი ინსტრუმენტის შემთხვევაში, რომლითაც მხოლოდ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში ვაჭრობენ, ეს მუხლი ვრცელდება ემიტენტებზე, რომელთა ფინანსური ინსტრუმენტები სავაჭროდ დაშვებულია მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში ან რომელთაც მოითხოვეს თავიანთი ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭროდ დაშვება მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში წევრ სახელმწიფოში.
8. 1-ელი-მე-5 პუნქტები, ასევე, ვრცელდება:
ემისიის კვოტების ბაზრის მონაწილეებზე ემისიის კვოტების შესახებ შიდა ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია ემისიის კვოტების ბაზრის ამ მონაწილეების მიერ განხორციელებული ფიზიკური ოპერაციების შედეგად;
ემისიის კვოტების აუქციონთან ან მათ საფუძველზე აუქციონზე გატანილ სხვა პროდუქტებთან დაკავშირებულ ნებისმიერ აუქციონის პლატფორმაზე, აუქციონით გაყიდვაზე ან აუქციონის მონიტორინგზე, რომლებიც ტარდება (EU) No 1031/2010 რეგულაციის შესაბამისად.
9. ამ მუხლის თანმიმდევრული ჰარმონიზაციის მიზნით, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს ინსაიდერთა ნუსხის ზუსტ ფორმატს და ამ მუხლში მითითებული ინსაიდერთა ნუსხების განახლების ფორმატს.
ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტს წარუდგენს კომისიას 2016 წლის 3 ივლისისთვის.
კომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტები (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-5 მუხლის შესაბამისა