1. კომპეტენტური ორგანოები თავიანთ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს აღასრულებენ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გზით:
პირდაპირ;
სხვა ორგანოებთან ან საბაზრო საწარმოებთან ერთად;
ამგვარი ორგანოებისთვის ან საბაზრო საწარმოებისთვის გადაცემული პასუხისმგებლობის მიხედვით;
კომპეტენტური სასამართლო ხელისუფლების ორგანოს დახმარებით.
2. ამ რეგულაციით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად კომპეტენტურ ორგანოებს, ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, უნდა ჰქონდეთ, სულ მცირე, შემდეგი საზედამხედველო და საგამოძიებო უფლებამოსილებები:
ნებისმიერ დოკუმენტთან და ნებისმიერი ფორმით არსებულ მონაცემებთან წვდომისა და მათი ასლების მიღების უფლება;
ნებისმიერი პირისგან ინფორმაციის გამოთხოვის ან მოთხოვნის უფლება, მათ შორის, შესაბამისი შეკვეთების გადაცემაში ან ოპერაციების შესრულებაში წარმატებით ჩართული პირებისგან, აგრეთვე, მათი ხელმძღვანელებისგან, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი ამგვარი პირის დაბარებისა და გამოკითხვის უფლება ინფორმაციის მოპოვების მიზნით;
დაკავშირებული სპოტური ბაზრების მონაწილეებისგან სასაქონლო წარმოებულებთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოთხოვის უფლება სტანდარტული ფორმატის მიხედვით, გარიგებების შესახებ ანგარიშების მოპოვებისა და მოვაჭრეთა სისტემებთან პირდაპირი წვდომის უფლება;
ადგილობრივი დათვალიერებისა და გამოძიებების ჩატარება, ფიზიკური პირების კერძო საცხოვრებლების გარდა;
მე-2 ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური და იურიდიული პირების შენობა-ნაგებობებში შესვლის უფლება დოკუმენტებისა და ნებისმიერი ფორმით არსებული მონაცემების მოსაპოვებლად, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ დოკუმენტებმა ან მონაცემებმა, რომლებიც დაკავშირებულია დათვალიერების ან გამოძიების საგანთან, შესაძლოა, დაადასტუროს ინსაიდერული სავაჭრო ოპერაციის ან საბაზრო მანიპულაციის შემთხვევა, რაც ამ რეგულაციის დარღვევაა;
საქმეების გადაცემის უფლება სისხლის სამართლის გამოძიებისთვის;
საინვესტიციო კომპანიების, საკრედიტო დაწესებულებების ან ფინანსური დაწესებულებების ხელთ არსებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერების, ელექტრონული კომუნიკაციების ან გაცვლილი ინფორმაციების აღრიცხვის მოთხოვნის უფლება;
სატელეკომუნიკაციო ოპერატორის ხელთ არსებული ინფორმაციების გაცვლის აღრიცხვის მოთხოვნის უფლება, რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა ეროვნული კანონმდებლობა, როდესაც არსებობს დარღვევის გონივრული ეჭვი და როდესაც ამგვარი აღრიცხვა შესაძლოა, დაეხმაროს მე-14 მუხლის (a) ან (b) ქვეპუნქტში ან მე-15 მუხლში მითითებული დარღვევის გამოძიებას;
აქტივების გაყინვის ან დაყადაღების, ან ორივეს, მოთხოვნის უფლება;
შესაბამისი ფინანსური ინსტრუმენტის ვაჭრობის შეჩერება;
ნებისმიერი პრაქტიკის დროებითი შეჩერების მოთხოვნის უფლება, რომელსაც კომპეტენტური ორგანო ამ რეგულაციის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს;
პროფესიული საქმიანობის განხორციელების დრობით აკრძალვის უფლება;
ყველა საჭირო ზომის გატარების უფლება, რათა უზრუნველყოს საზოგადოების სწორად ინფორმირება, მათ შორის, ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გასწორებით, მათ შორის, უფლება, ემიტენტისგან ან სხვა პირისგან, რომელმაც გამოაქვეყნა ან გაავრცელა ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, მოითხოვოს სწორი განცხადების გამოქვეყნება.
იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური და იურიდიული პირების შენობა-ნაგებობებში შესვლამდე 1-ელი ქვეპუნქტის (e) ქვექვეპუნქტში მითითებულ შემთხვევებში, ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, საჭიროა შესაბამისი წევრი სახელმწიფოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოს თანხმობა, აღნიშნულ ქვექვეპუნქტში გათვალისწინებული უფლებამოსილება გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ ამგვარი წინასწარ მოპოვებული ნებართვის შემდეგ.
3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ზომების არსებობა, რათა კომპეტენტურ ორგანოებს ჰქონდეთ ყველა საზედამხედველო და საგამოძიებო უფლებამოსილება, რომელიც საჭიროა მათი მოვალეობების შესასრულებლად.
ეს რეგულაცია გავლენას არ ახდენს კანონებზე, რეგულაციებსა და ადმინისტრაციულ დებულებებზე, რომლებიც მიღებულია მსხვილი პაკეტის ნასყიდობის შესახებ საჯარო შეთავაზებასთან, შერწყმასა და სხვა გარიგებებთან დაკავშირებით, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ ისეთი ზედამხედველობის ორგანოების მიერ რეგულირებული კომპანიების საკუთრებაზე ან კონტროლზე, რომლებიც დანიშნულნი არიან წევრი სახელმწიფოების მიერ 2004/25/EC დირექტივის მე-4 მუხლის შესაბამისად, სადაც განსაზღვრულია დამატებითი მოთხოვნები ამ რეგულაციის მოთხოვნებთან ერთად.
4. არ მიიჩნევა, რომ პირი, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის ინფორმაციას კომპეტენტური ორგანოსთვის ამ რეგულაციის შესაბამისად, არღვევს ხელშეკრულებით ან რაიმე საკანონმდებლო, მარეგულირებელი ან ადმინისტრაციული დებულებით დაწესებულ რაიმე შეზღუდვას ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებით და არ გულისხმობს პირს, რომელიც ამგვარ ინფორმაციასთან დაკავშირებით ატყობინებს რაიმე სახის ვალდებულების შესახე