1. წევრი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები, საჭიროების შემთხვევაში, აფორმებენ შეთანხმებას თანამშრომლობაზე მესამე ქვეყნების ზედამხედველობის ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით და ამ რეგულაციიდან გამომდინარე ვალდებულებების აღსრულებასთან დაკავშირებით მესამე ქვეყნებში. შეთანხმება თანამშრომლობაზე უზრუნველყოფს, სულ მცირე, ინფორმაციის ეფექტურ გაცვლას, რაც კომპეტენტურ ორგანოებს საშუალებას აძლევს, შეასრულონ მათზე ამ რეგულაციით დაკისრებული მოვალეობები.

ამგვარი შეთანხმების გაფორმების შეთავაზებისას კომპეტენტური ორგანო ინფორმაციას აწვდის ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიასა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს.

2. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია, შეძლებისდაგვარად, ხელს უწყობს და ახორციელებს თანამშრომლობაზე შეთანხმების კოორდინაციას კომპეტენტურ ორგანოებსა და მესამე ქვეყნების შესაბამის ზედამხედველობის ორგანოების შორის.

ამ მუხლის თანმიმდევრული ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტი, რომელიც მოიცავს თანამშრომლობის შეთანხმების დოკუმენტის ნიმუშს, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნას წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ, როდესაც ეს შესაძლებელია.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტს წარუდგენს კომისიას 2015 წლის 3 ივლისისთვის.

კომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს მე-2 ქვეპუნქტში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტები (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-10-მე-14 მუხლების შესაბამისად.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია, ასევე, შეძლებისდაგვარად, ხელს შეუწყობს და კოორდინაციას გაუწევს კომპეტენტურ ორგანოებს შორის მესამე ქვეყნების ზედამხედველობის ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის გაცვლას, რომელიც, შესაძლოა, საჭირო იყოს 30-ე და 31-ე მუხლებში გათვალისწინებული ზომების გასატარებლად.

3. კომპეტენტური ორგანოები ინფორმაციის გასაცვლელად მესამე ქვეყნების ზედამხედველობის ორგანოებთან თანამშრომლობაზე შეთანხმებას აფორმებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამჟღავნებულ ინფორმაციაზე ვრცელდება პროფესიული საიდუმლოების გარანტიები, რომლებიც, მინიმუმ, 27-ე მუხლში განსაზღვრული გარანტიების ექვივალენტურია. ამგვარი ინფორმაცია უნდა გაიცვალოს იმ მიზნით, რომ ამ კომპეტენტურმა ორგანოებმა შეასრულონ თავიანთი ამოცანებ