1. წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია პერსონალური მონაცემები გადასცეს მესამე ქვეყანას, თუ შესრულდება 95/46/EC დირექტივის მოთხოვნები და ეს განხორციელდება ინდივიადუალური მიდგომით. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ გადაცემა აუცილებელია ამ რეგულაციის მიზნებისათვის, რომ მესამე ქვეყანა მონაცემებს არ გადასცემს სხვა მესამე ქვეყანას წერილობითი ნებართვის მიღების გარეშე და რომ დააკმაყოფილებს წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღრულ პირობებს.

2. წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო სხვა წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოდან მიღებულ პერსონალურ მონაცემებს გაუმჟღავნებს მხოლოდ მესამე ქვეყნის ზედამხედველობის ორგანოს, როდესაც შესაბამისი წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო მიიღებს პირდაპირ თანხმობას იმ კომპეტენტური ორგანოდან, რომელმაც გადასცა მონაცემები და საჭიროებიდან გამომდინარე, მონაცემებს გაამჟღავნებს მხოლოდ იმ მიზნებისათვის, რომლისთვისაც აღნიშნულმა კომპეტენტურმა ორგანომ მისცა თანხმობა.

3. როდესაც თანამშრომლობაზე შეთანხმება ითვალისწინებს პერსონალური მონაცემების გაცვლას, ეს უნდა განხორციელდეს ეროვნული კანონმდებლობის, რეგულაციების ან ადმინისტრაციული დებულებების შესაბამისად, რომლებშიც გადმოტანილია 95/46/EC დირექტივა.

თავი 5

ადმინისტრაციული ზომები და სანქციე