1. მე-3 ქვეპუნქტის თანახმად, კომპეტენტური ორგანოები, დაუყოვნებლივ, აქვეყნებენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ამ რეგულაციის დარღვევისთვის ადმინისტრაციული სანქციის დაწესების ან სხვა ადმინისტრაციული ზომის გამოყენების შესახებ საკუთარ ვებგვერდზე, როგორც კი პირი, რომელსაც ეს გადაწყვეტილება ეხება, ინფორმირებული იქნება ამ გადაწყვეტილების შესახებ. გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს, მინიმუმ, ინფორმაციას დარღვევის ტიპისა და ხასიათის შესახებ და იმ პირის ვინაობის შესახებ, ვისაც ეს გადაწყვეტილება ეხება.
1-ელი ქვეპუნქტი არ ვრცელდება გადაწყვეტილებებზე, რომლებიც დაკავშირებულია საგამოძიებო ხასიათის ზომების გამოყენებასთან.
როდესაც კომპეტენტური ორგანო მიიჩნევს, რომ იურიდიული პირის ვინაობის ან ფიზიკური პირის პერსონალური მონაცემების გამოქვეყნება, რომელსაც ეხება გადაწყვეტილება, არათანაბარზომიერი იქნება ამგვარი მონაცემების გამოქვეყნების თანაზომიერების შესახებ შესრულებული ინდივიდუალური შეფასებიდან გამომდინარე, ან როდესაც ამგვარი გამოქვეყნებით საფრთხე შეექმნება მიმდინარე გამოძიებას ან ფინანსური ბაზრების მდგრადობას, მან ქვემოთ ჩამოთვლილთაგან უნდა აირჩიოს რომელიმე:
გადაწყვეტილების გამოქვეყნება გადაავადოს გადავადების მიზეზების აღმოფხვრამდე;
გადაწყვეტილება გამოაქვეყნოს ანონიმურად ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, როდესაც გამოქვეყნების შემდეგ ეფექტურად იქნება დაცული შესაბამისი პერსონალური მონაცემები;
არ გამოაქვეყნოს გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ კომპეტენტური ორგანოს აზრით, გამოქვეყნება (a) ან (b) ქვეპუნქტების შესაბამისად არ არის საკმარისი იმისათვის, რომ
საფრთხე არ შეექმნას ფინანსური ბაზრების მდგრადობას;
დაცულ იქნას თანაზომიერება ამგვარი გადაწყვეტილებების გამოქვეყნებასა და უმნიშვნელოდ მიჩნეულ ზომებს შორის.
როდესაც კომპეტენტური ორგანო იღებს გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილება გამოაქვეყნოს ანონიმურად მე-3 ქვეპუნქტის (b) ქვექვეპუნქტის შესაბამისად, მას შეუძლია გადაავადოს შესაბამისი მონაცემების გამოქვეყნება გონივრული ვადით, როდესაც ადვილად განსაჭვრეტია, რომ ამ ვადაში აღმოიფხვრება ანონიმური გამოქვეყნების მიზეზები.
2. როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება გასაჩივრებას ეროვნულ სასამართლო, ადმინისტრაციულ ან სხვა ორგანოში, კომპეტენტურმა ორგანოებმა თავიანთ ვებგვერდზე, დაუყოვნებლივ, უნდა გამოაქვეყნონ ამგვარი ინფორმაცია და ნებისმიერი შემდგომი ინფორმაცია ამგვარი გასაჩივრების შედეგების შესახებ. ამასთან, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც აუქმებს გასაჩივრებას დაქვემდებარებულ გადაწყვეტილებას, ასევე, უნდა გამოქვეყნდეს.
3. კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფენ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნდება ამ მუხლის შესაბამისად, ხელმისაწვდომი დარჩეს მათ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან, მინიმუმ, ხუთი წლის განმავლობაში. ამგვარ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებებში შესული პერსონალური მონაცემები კომპეტენტური ორგანოს ვებგვერდზე რჩება მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული წესებით გათვალისწინებული დროის განმავლობაში.
დელეგირებული აქტები და განმახორციელებელი აქტე