2019 წლის 3 ივლისისთვის კომისიამ ანგარიში უნდა წარუდგინოს ევროპარლამენტსა და საბჭოს ამ რეგულაციის გამოყენების შესახებ საკანონმდებლო წინადადებასთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ საჭირო იქნება მისი შესწორება. სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნულ ანგარიშში უნდა შეფასდეს:
საერთო წესების შემოღების მიზანშეწონილობა ყველა სახელმწიფოში ადმინისტრაციული სანქციების საჭიროების შესახებ ინსაიდერული სავაჭრო ოპერაციებისა და საბაზრო მანიპულაციების წინააღმდეგ;
საკმარისად ფარავს თუ არა შიდა ინფორმაციის განმარტება ყველა ინფორმაციას იმისათვის, რომ კომპეტენტური ორგანოები ეფექტურად ებრძოლონ საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას;
ისეთი პირობების მიზანშეწონილობა, როდესაც ვაჭრობის აკრძალვის უფლება ენიჭება მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად იმ მიზნით, რომ დადგინდეს, არსებობს თუ არა კიდევ რაიმე გარემოება, როდესაც აკრძალვა უნდა იქნას გამოყენებული;
რამდენად შესაძლებელია ევროკავშირის ფარგლებში შეიქმნას ჩარჩო ბაზრებს შორის შეკვეთების წიგნის ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ამგვარი ჩარჩოს შესახებ რეკომენდაციები;
საორიენტაციო დებულებების გამოყენების სფერო.
1-ელი ქვეპუნქტის (a) ქვექვეპუნქტის მიზნებისათვის, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა აღრიცხოს ადმინისტრაციული სანქციების გამოყენების არეალები, ხოლო სადაც წევრ სახელმწიფოებს გადაწყვეტილი აქვთ სისხლისსამართლებრივი სანქციების დაწესება ამ რეგულაციის დარღვევისთვის 30-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მე-2 ქვეპუნქტის შესაბამისად, აგერთვე, ის არეალები, სადაც ამგვარი სისხლისსამართლებრივი სანქციები გამოიყენება წევრი სახელმწიფოების საზღვრებში. აღნიშნული სამუშაო მოიცავს ნებისმიერი მონაცემის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასაც 33-ე მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტების მიხედვით.
▼M1
2019 წლის 3 ივლისისთვის, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიასთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, კომისია ევროპარლამენტსა და საბჭოს წარუდგენს ანგარიშს მე-19 მუხლის (1a)(a) და (b) პუნქტებში მოცემული ზღვრული მნიშვნელობების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია მმართველების გარიგებებთან, როდესაც ემიტენტის აქციები ან სავალო ინსტრუმენტები წარმოადგენს საინვესტიციო ფონდის ნაწილს ან გავლენას ახდენს აქტივების პორტფელზე, რათა შეფასდეს, მართებულია თუ არა ეს მნიშვნელობები, თუ საჭიროებს დარეგულირებას.
კომისია უფლებამოსილია, მიიღოს დელეგირებული აქტი 35-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც დაარეგულირებს მე-19 მუხლის (1a)(a) და (b) პუნქტებში მოცემულ ზღვრულ მნიშვნელობებს, თუ იგი აღნიშნულ ანგარიშში დაასაბუთებს, რომ ზღვრული მნიშვნელობები დასარეგულირებელია.