1. დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს კომისიას ამ მუხლში დადგენილი პირობების შესაბამისად.
2. მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტში, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტში, მე-17 მუხლის მე-3 პუნქტში ►M1 , მე-19 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებში და 38-ე მუხლში ◄ მითითებული დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება ენიჭება კომისიას განუსაზღვრელი ვადით 2014 წლის 2 ივლისიდან.
3. მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტში, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტში, მე-17 მუხლის მე-3 პუნქტში ►M1, მე-19 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებში და 38-ე მუხლში ◄მითითებული დელეგირებული უფლებამოსილება შესაძლოა, გაუქმდეს ნებისმიერ დროს ევროპარლამენტის ან საბჭოს მიერ. გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებით დასრულდება ამ გადაწყვეტილებაში განსაზღვრული უფლებამოსილება. იგი ძალაში შევა გადაწყვეტილების ევროკავშირის ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნებიდან მომდევნო დღეს ან მოგვიანებით, როგორც იქ იქნება განსაზღვრული. ეს არ იმოქმედებს არცერთი დელეგირებული აქტის კანონიერებაზე, რომელიც უკვე ძალაშია.
4. დელეგირებული აქტის მიღებისთანავე კომისიამ ამის შესახებ უნდა შეატყობინოს ევროპარლამენტსა და საბჭოს.
▼M1
5. მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებისა და 38-ე მუხლის შესაბამისად მიღებული დელეგირებული აქტი ძალაში შედის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არც ევროპარლამენტი და არც საბჭო წინააღმდეგობას არ გამოხატავს ამ აქტის შესახებ შეტყობინებიდან სამი თვის განმავლობაში ან თუ ამ დროის გასვლამდე როგორც ევროპარლამენტი, ისე საბჭო კომისიას აუწყებენ, რომ საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. ეს ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს სამი თვით ევროპარლამენტის ან საბჭოს ინიციატივით.