1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა შექმნან ეფექტური მექანიზმები ამ რეგულაციის რეალური ან პოტენციური დარღვევების შესახებ კომპეტენტური ორგანოებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად.

2. 1-ელ პუნქტში მითითებული მექანიზმები, სულ მცირე, მოიცავს:

სპეციალურ პროცედურებს დარღვევების შესახებ შეტყობინებების მისაღებად და შემდგომი ზომების გასატარებლად, მათ შორის, უსაფრთხო საკომუნიკაციო არხების შექმნას ამგვარი შეტყობინებებისთვის;

დასაქმების ფარგლებში, შრომითი ხელშეკრულებით მომუშავე პირების შესაბამის დაცვას, რომლებიც ატყობინებენ დარღვევების შესახებ ან რომელთაც ბრალდებათ დარღვევები, სამაგიეროს მიზღვისგან, დისკრიმინაციისგან ან სხვა სახის უსამართლო მოპყრობისგან, როგორც მინიმუმ;

როგორც დარღვევების შესახებ მომხსენებელი პირის, ისე, სავარაუდოდ, დამრღვევი ფიზიკური პირის პერსონალური მონაცემების დაცვას, მათ შორის, მათი ვინაობის საიდუმლოდ შენახვას პროცედურის ყველა ეტაპზე ისე, რომ არ შეიზღუდოს ეროვნული კანონმდებლობით მოთხოვნილი ინფორმაციის გამჟღავნება გამოძიების ან შემდგომი სასამართლო საქმის წარმოების შემთხვევაში.

3. წევრმა სახელმწიფოებმა დამსაქმებლებს, რომელთა საქმიანობები რეგულირდება ფინანსური მომსახურების რეგულაციით, უნდა მოსთხოვონ შიდა პროცედურების განსაზღვრა, რათა თანამშრომლებმა შეძლონ ამ რეგულაციის დარღვევების შესახებ შეტყობინება.

4. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, მატერიალურად წაახალისონ პირები, ვინც მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას ამ რეგულაციის შესაძლო დარღვევების შესახებ, როდესაც ამ პირთა სამართლებრივ ან სახელშეკრულებო მოვალეობას არ წარმოადგენს ამგვარი ინფორმაციის მიწოდება და როდესაც ინფორმაცია ახალია და იგი იწვევს ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი სანქციის დაკისრებას, ან სხვა ადმინისტრაციული ზომის გატარებას ამ რეგულაციის დარღვევისთვის.

5. კომისია იღებს განმახორციელებელ აქტებს, რომლებიც განსაზღვრავს 1-ელი პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურებს, მათ შორის, შეტყობინების მექანიზმებსა და შემდგომ შეტყობინენებს და შრომითი ხელშეკრულებით მომუშავე პირთა დამცავ ზომებსა და პერსონალური მონაცემების დამცავ ზომებს. აღნიშნული განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნას 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესწავლის პროცედურის შესაბამისა