1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადმინისტრაციული სანქციების ტიპისა და დონის განსაზღვრისას, კომპეტენტური ორგანოები ითვალისწინებდნენ ყველა გარემოებას, საჭიროებიდან გამომდინარე, შემდეგი გარემოებების ჩათვლით:

დარღვევის სიმძიმესა და ხანგრძლივობას;

დარღვევაზე პასუხისმგებელი პირის პასუხისმგებლობის ხარისხს;

დარღვევაზე პასუხისმგებელი პირის ფინანსურ სიძლიერეს, რაც მითითებულია, მაგალითად, იურიდიული პირის საერთო ბრუნვაში ან ფიზიკური პირის წლიურ შემოსავალში;

დარღვევაზე პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებული მოგებისა და დარღვევის შედეგად ზარალის თავიდან აცილების მნიშვნელობას, რამდენადაც შესაძლებელია მათი განსაზღვრა;

დარღვევაზე პასუხისმგებელი პირის კომპეტენტურ ორგანოსთან თანამშრომლობის დონეს, ამ პირის მიერ უკანონოდ მიღებული მოგებისა თავიდან აცილებული ზარალის დაბრუნების საჭიროების გათვალიწინებით;

დარღვევაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ადრე ჩადენილ დარღვევებს;

დარღვევაზე პასუხისმგებელი პირის მიერ დარღვევის განმეორების თავიდან ასაცილებლად მიღებულ ზომებს.

2. 30-ე მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული სანქციების დაკისრებისა და სხვა ადმინისტრაციული ზომების გატარების უფლებამოსილების გამოყენებისას კომპეტენტური ორგანოები მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა უზრუნველყონ თავიანთი საზედამხედველო და საგამოძიებო უფლებამოსილებების გამოყენება და მათ მიერ გატარებული სხვა ადმინისტრაციული ზომების ეფექტურობა და ამ რეგულაციასთან შესაბამისობა. ისინი ათანხმებენ თავიანთ ქმედებებს 25-ე მუხლის შესაბამისად, რათა თავიდან აიცილონ დუბლირება და გადაფარვა თავიანთი საზედამხედველო და საგამოძიებო უფლებამოსილებების გამოყენების დროს, ტრანსსასაზღვრო შემთხვევებისას კი, ადმინისტრაციული სანქციების დაკისრების დრო