1. ამ რეგულაციის მიხედვით ნებისმიერ მიღებულ, გაცვლილ ან გადაცემულ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ვრცელდება მე-2 და მე-3 პუნქტებში განსაზღვრული პროფესიული საიდუმლოების პირობები.

2. ამ რეგულაციის მიხედვით კომპეტენტურ ორგანოებს შორის გაცვლილი ყველა ინფორმაცია, რომელიც ეხება ბიზნეს ან სამუშაო პირობებს და სხვა ეკონომიკურ ან პერსონალურ საკითხებს, მიიჩნევა კონფიდენციალურად და მასზე ვრცელდება პროფესიული საიდუმლოების მოთხოვნები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომპეტენტური ორგანო ინფორმაციის მიწოდებისას აცხადებს, რომ ამგვარი ინფორმაცია შესაძლებელია, გამჟღავნდეს ან ამგვარი გამჟღავნება აუცილებელია სამართალწარმოებისთვის.

3. პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულება ვრცელდება ყველა პირზე, ვინც მუშაობს ან მუშაობდა კომპეტენტურ ორგანოში ან რომელიმე ორგანოში ან საბაზრო საწარმოში, რომელსაც კომპეტენტურმა ორგანომ გადასცა თავისი უფლებამოსილებები, მათ შორის, აუდიტორებსა და ექსპერტებზე, რომელთაც გაფორმებული აქვთ ხელშეკრულებები კომპეტენტურ ორგანოსთან. პროფესიული საიდუმლოებით დაცული ინფორმაციის გამჟღავნება დაუშვებელია რომელიმე პირისთვის ან ორგანოსთვის, გარდა იმ შემთხვევაში, როდესაც გათვალისწინებულია ევროკავშირის ან ეროვნული კანონმდებლობის დებულებები