1. კომპეტენტური ორგანოები თანამშრომლობენ ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიასთან ამ რეგულაციის მიზნებისათვის (EU) No 1095/2010 რეგულაციის შესაბამისად.
2. კომპეტენტური ორგანოები ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას, დაუყოვნებლივ, აწვდიან ყველა ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია მისი მოვალეობების შესასრულებლად, (EU) No 1095/2010 რეგულაციის 35-ე მუხლის შესაბამისად.
3. ამ მუხლის თანმიმდევრული ჰარმონიზაციის მიზნით, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაციის გაცვლის პროცედურებსა და ფორმებს.
ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტს წარუდგენს კომისიას 2016 წლის 3 ივლისისთვის.
კომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტები (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-5 მუხლის შესაბამისა