სასამართლო ხელისუფლების ორგანოს კომპეტენციის გათვალისწინებით, თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა დანიშნოს ერთი ადმინისტრაციული კომპეტენტური ორგანო ამ რეგულაციის მიზნებისათვის. წევრი სახელმწიფოები ინფორმაციას აწვდიან კომისიას, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიასა და სხვა წევრი სახელმწიფოების სხვა კომპეტენტურ ორგანოებს. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ მის ტერიტორიაზე ამ რეგულაციის დებულებები შეეხოს მის ტერიტორიაზე შესრულებულ ყველა მოქმედებას და რეგულირებულ ბაზარზე ვაჭრობისთვის დავშებულ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ შესრულებულ მოქმედებებს, როდესაც მოთხოვნილია მათი სავაჭროდ დაშვება ამგვარ ბაზარზე, რომლებიც იყიდება აუქციონზე აუქციონის პლატფორმის საშუალებით ან რომლებითაც ვაჭრობენ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში, ან როდესაც მოთხოვნილია მათი სავაჭროდ დაშვება მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაშ