1. პირებმა, რომლებიც იძლევიან ან ავრცელებენ საინვესტიციო რეკომენდაციებს ან სხვა ინფორმაციას, რომელიც ურჩევს ან სთავაზობს ინვესტირების სტრატეგიას, უნდა უზრუნველყონ, რომ ამგვარი ინფორმაცია წარმოდგენილი იყოს ობიექტურად და უნდა გაამჟღავნონ საკუთარი ინტერესები ან ინტერესთა კონფლიქტი იმ ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, რომელთაც აღნიშნული ინფორმაცია ეხება.
2. სტატისტიკის ან პროგნოზების გამავრცელებელმა საჯარო დაწესებულებებმა, რომელთაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ ფინანსურ ბაზრებზე, ისინი უნდა გაავრცელონ ობიექტურად და გამჭვირვალედ.
3. ამ მუხლის თანმიმდევრული ჰარმონიზაციის მიზნით, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს ტექნიკურ მექანიზმებს 1-ელ პუნქტში მითითებული კატეგორიის პირებისთვის, საინვესტიციო რეკომენდაციებისა და საინვესტიციო სტრატეგიის შესახებ რეკომენდაციასთან ან შეთავაზებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის ობიექტური წარდგენისთვის და განსაკუთრებული ინტერესების გამჟღავნებისთვის ან ინტერესთა კონფლიქტზე მითითებისთვის.
ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია აღნიშნულ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების პროექტს წარუდგენს კომისიას 2015 წლის 3 ივლისისთვის.
კომისიას გადაეცემა უფლებამოსილება, მიიღოს 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტები ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) No 1095/2010 რეგულაციის მე-10-მე-14 მუხლების შესაბამისად.
მე-3 პუნქტში მითითებულ მარეგულირებელ ტექნიკურ სტანდარტებში განსაზღვრული ტექნიკური მექანიზმები არ ეხება ჟურნალისტებზე, რომლებზეც ვრცელდება წევრ სახელმწიფოში მოქმედი შესაბამისი ეკვივალენტური რეგულაცია, მათ შორის, ეკვივალენტური თვითრეგულაცია, თუ ამგვარი რეგულაციით მიიღწევა ისეთივე ეფექტი, როგორიც ტექნიკური მექანიზმებებით. წევრი სახელმწიფო ამ ეკვივალენტური რეგულაციის ტექსტს ატყობინებს კომისია