მე-10 მუხლის, მე-12 მუხლის 1-ელი პუნქტის (c) ქვეპუნქტისა და მე-20 მუხლის მიზნებისათვის, როდესაც ინფორმაცია საჯაროვდება ან ვრცელდება და როდესაც რეკომენდაცია გაიცემა ან ვრცელდება ჟურნალისტური მიზნებისათვის ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სხვა გამოხატვის ფორმით, ინფორმაციის ამგვარი გასაჯაროება ან გავრცელება უნდა შეფასდეს პრესის თავისუფლებისა და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელი წესებისა და ჟურნალისტიკის წესების ან კოდექსების გათვალისწინებით, თუ:
შესაბამისი პირებისთვის ან მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პირებისთვის, პირდაპირ ან არაპირდაპირ, სასარგებლო ან ხელსაყრელი არ არის განსახილველი ინფორმაციის გასაჯაროება ან გავრცელება;
გასაჯაროების ან გავრცელების მიზანი არ არის ბაზრის შეცდომაში შეყვანა ფინანსური ინსტრუმენტების მიწოდებასთან, მოთხოვნასთან ან ფასთან დაკავშირებით.
ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია და კომპეტენტური ორგანოე