1.      თითოეულმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი მეორე მხარის ყველა მოთხოვნას სპეციფიკური ინფორმაციის გაცემაზე, რომელიც ეხება მის მიერ განხორციელებულ ზოგად ღონისძიებებს ან საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომლებიც ეხება ან გავლენას ახდენს წინამდებარე შეთანხმებაზე. გარდა ამისა, თითოეულმა მხარემ უნდა შექმნას ერთი ან რამდენიმე საკონტაქტო ერთეული მეორე მხარის მეწარმეებისა და მომსახურების მიმწოდებლების მოთხოვნის საფუძველზე, მათთვის ყველა ზემოაღნიშნულ საკითხზე სპეციფიკური ინფორმაციის მიწოდების მიზნით. მხარეებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს შესაბამისი საკონტაქტო ერთეულების შესახებ ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან სამი თვის განმავლობაში. არ არის აუცილებელი, რომ აღნიშნული საკონტაქტო ერთეულები იყვნენ კანონებისა და რეგულაციების დეპოზიტარები.

2.      არაფერი ამ შეთანხმებაში არ უნდა მოითხოვდეს მხარის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის წარდგენას, რომლის გასაჯაროებამ შეიძლება გამოიწვიოს კანონის აღსრულების შეფერხება ან სხვაგვარად მოვიდეს წინააღმდეგობაში საჯარო ინტერესთან ან ზიანი მიაყენოს კონკრეტული სახელმწიფო ან კერძო საწარმოების ლეგიტიმურ კომერციულ ინტერესებს.

ქვენაწილი 3

კომპიუტერული მომსახურე