1. შემდეგი წესები მოქმედებს მხარეების მიერ გამოყენებულ ზომებზე, რომელიც უკავშირდება ლიცენზირების მოთხოვნებსა და პროცედურებს, საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და პროცედურებს, რომლებიც გავლენას ახდენს:
(a) მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდებაზე;
(b) მათ ტერიტორიაზე იურიდიული და ფიზიკური პირების დაფუძნებაზე, ამ შეთანხმების 77-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად; და
(c) მათ ტერიტორიაზე ფიზიკური პირების კატეგორიების დროებით ყოფნაზე, ამ შეთანხმების 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა-ე ქვეპუნქტების შესაბამისად.
2. მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდების შემთხვევაში, ეს წესები უნდა გავრცელდეს მხოლოდ იმ სექტორებზე, რომლებზეც მხარეებმა აიღეს სპეციფიკური ვალდებულებები და იმ მასშტაბით, რომლითაც ეს სპეციფიკური ვალდებულებები ვრცელდება ამ შეთანხმების XIV-B და XIV-F დანართების შესაბამისად. დაფუძნების შემთხვევაში, ეს წესები არ უნდა გავრცელდეს სექტორებზე იმ მასშტაბით, როგორც ეს არის განსაზღვრული შესაბამისი დათქმებით ამ შეთანხმების XIV-A და XIV-E დანართების შესაბამისად. ფიზიკური პირების დროებითი წარმომადგენლობის შემთხვევაში, ეს წესები არ ვრცელდება სექტორებზე იმ მასშტაბით, როგორც ეს არის განსაზღვრული შესაბამისი დათქმებით ამ შეთანხმების XIV-C, XIV-D, XIV-G და XIV-H დანართების შესაბამისად.
3. ეს წესები არ უნდა გამოიყენებოდეს ზომების მიმართ, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი წარმოადგენენ შეზღუდვებს ამ შეთანხმების შესაბამისი დანართების მიხედვით.
4. ამ ნაწილის მიზნებისათვის:
(a) „ლიცენზირების მოთხოვნები“ წარმოადგენს არსებით მოთხოვნებს, განსხვავებულს საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან, რომლებთანაც ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია იყოს შესაბამისობაში, რათა მიიღოს, შეცვალოს ან განაახლოს ავტორიზაცია საქმიანობის განსახორციელებლად, როგორც განსაზღვრულია პირველი პუნქტის ა-გ ქვეპუნქტებში.
(b) „ლიცენზირების პროცედურები“ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ან პროცედურულ წესებს, რომლებიც ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც სურს ავტორიზაციის მიღება, მათ შორის ლიცენზიის შეცვლა ან განახლება საქმიანობის განხორციელების მიზნით, განსაზღვრული პირველი პუნქტის ა-გ ქვეპუნქტებში, უნდა დაიცვას, რათა დაადასტუროს ლიცენზიის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
(c) „საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ გულისხმობს იმ ძირითად მოთხოვნებს, რომელიც უკავშირდება სერვისის მიწოდებისათვის საჭირო ფიზიკური პირის კომპეტენციას და რომლის ჩვენებაც საჭიროა მომსახურეობის მიწოდებისათვის ავტორიზაციის მოსაპოვებლად
(d) „საკვალიფიკაციო პროცედურები“ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ან პროცედურულ წესებს, რომლებიც ფიზიკურმა პირმა უნდა დაიცვას, რათა დაამტკიცოს მისი საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა მომსახურების მიწოდებისათვის საჭირო ავტორიზაციის ნებართვის მოსაპოვებლად.
(e) „კომპეტენტური ორგანო“ მოიცავს ნებისმიერ ცენტრალურ, რეგიონულ ან ადგილობრივ მთავრობებს და ხელისუფლებას ან არასამთავრობო ორგანოს ცენტრალური ან რეგიონული ან ადგილობრივი მთავრობების ან ხელისუფლების მიერ დელეგირებული უფლებამოსილების შემსრულებელს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების მიწოდებისათვის ავტორიზაციის გაცემაზე მათ შორის მომსახურების გარდა სხვა ეკონომიკურ საქმიანობისთვის დაფუძნების ან დაფუძნებისათვის საჭირო ავტორიზაციის გაცემასთან დაკავშირები