მხარეებს შორის მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდების თანმიმდევრული ლიბერალიზაციის მიზნით, ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულმა ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტმა რეგულარულად უნდა გადახედოს ამ შეთანხმების 86-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების ჩამონათვალს. გადახედვისას გათვალისწინებული უნდა იყოს წინამდებარე შეთანხმების 103-ე, 113-ე, 122-ე და 126-ე მუხლებით განსაზღვრული ეტაპობრივი დაახლოების პროცესი და მისი გავლენა მხარეებს შორის მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდებაზე არსებული ბარიერების გაუქმებაზე.

ნაწილი 4

ფიზიკური პირების დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისთვ