1. მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდების მეშვეობით ბაზარზე დაშვებასთან მიმართებაში, თითოეულმა მხარემ მეორე მხარის მომსახურებას და მომსახურების მიმწოდებლებს უნდა მიანიჭოს იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე ეს არის განსაზღვრული ამ შეთანხმების XIV-B და XIV-F დანართებში არსებული სპეციფიკური ვალდებულებებით.
2. იმ სექტორებში, სადაც მხარეები იღებენ ბაზარზე დაშვების ვალდებულებებს, მხარეებმა არ უნდა განაგრძონ ან წამოიწყონ შემდეგი ზომების გატარება, არც რეგიონულ საფუძველზე და არც ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს არის მოცემული წინამდებარე შეთანხმების XIV-B და XIV-F დანართებში:
(a) შეზღუდვები მომსახურების მიმწოდებლების რაოდენობაზე, რაოდენობრივი კვოტების, მონოპოლიების, მომსახურების ექსკლუზიური მიმწოდებლების ან ეკონომიკური საჭიროებების ტესტის მოთხოვნების ფორმით;
(b) შეზღუდვები მომსახურებასთან დაკავშირებული გარიგებების ან აქტივების მთლიან ღირებულებაზე, რაოდენობრივი კვოტების ან ეკონომიკური საჭიროებების ტესტის მოთხოვნის ფორმით;
(c) შეზღუდვები მომსახურების ოპერაციების მთლიან რაოდენობაზე ან წარმოებული მომსახურების მთლიან რაოდენობაზე, გამოსახულს დადგენილ რაოდენობრივ ერთეულებში კვოტების ან ეკონომიკური საჭიროებების ტესტის მოთხოვნის ფორმი