იმ სექტორებში, სადაც მხარეები იღებენ ბაზარზე დაშვების ვალდებულებებს, არც რეგიონული დაყოფის საფუძველზე და არც მათ მთელს სივრცეში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს მოცემულია წინამდებარე შეთანხმების დანართი 8-1-ის (სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილები) სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილებში, მხარეებმა არ უნდა განაგრძონ ან წამოიწყონ შემდეგი ზომების გატარება:
შეზღუდვები მომსახურების მიმწოდებლების რაოდენობაზე, რაოდენობრივი კვოტების, მონოპოლიების, მომსახურების ექსკლუზიური მიმწოდებლების ან ეკონომიკური საჭიროებების ტესტის მოთხოვნების ფორმით;
შეზღუდვები მომსახურებასთან დაკავშირებული გარიგებების ან აქტივების მთლიან ღირებულებაზე, რაოდენობრივი კვოტების ან ეკონომიკური საჭიროებების ტესტის მოთხოვნის ფორმით;
შეზღუდვები მომსახურების ოპერაციების მთლიან რაოდენობაზე ან მომსახურების შედეგების მთლიან მოცულობაზე, გამოსახული დადგენილ რაოდენობრივ ერთეულებში კვოტების ან ეკონომიკური საჭიროებების ტესტის მოთხოვნის ფორმით[5];
შეზღუდვები ფიზიკური პირების მთლიან რაოდენობაზე, რომლებიც შეიძლება იყვნენ დასაქმებული კონკრეტული მომსახურების სექტორში, ან რომლებიც მომსახურების მიმწოდებელმა შეიძლება დაასაქმოს და ვინც აუცილებელნი და პირდაპირ დაკავშირებულნი არიან კონკრეტული მომსახურების მიწოდებასთან, გამოსახული რაოდენობრივი კვოტებში ან ეკონომიკური საჭიროებების ტესტის მოთხოვნის ფორმით;
ზომები, რომლებიც ზღუდავს ან მოითხოვს კონკრეტული სახის იურიდიულ პირებს ან პარტნიორობებს, რომელთა მეშვეობითაც მომსახურების მიმწოდებელს შეუძლია მომსახურების მიწოდება; და
შეზღუდვები უცხოური კაპიტალის მონაწილეობაზე, უცხოური აქციების ან ინდივიდუალური, ან აგრეგირებული უცხოური ინვესტიციების საერთო ღირებულების მაქსიმალური პროცენტული ლიმიტის სახი