1. 8.2(u) მუხლში მითითებული მიწოდების რეჟიმების საშუალებით ბაზარზე დაშვებასთან მიმართებაში, თითოეულმა მხარემ მეორე მხარის მომსახურებას და მომსახურების მიმწოდებლებს უნდა მიანიჭოს იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე ეს არის განსაზღვრული ამ შეთანხმების დანართში 8-E და დანართში 8-F არსებული სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილში შეთანხმებული და დაწესებული ვადების, შეზღუდვებისა და პირობების შესაბამისად.[5]
2. იმ სექტორებში, სადაც მხარეები იღებენ ბაზარზე დაშვების ვალდებულებებს, მხარეებმა, არც რეგიონული დაყოფის საფუძველზე და არც ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს არის მოცემული წინამდებარე შეთანხმების დანართის 8-E და დანართის 8-F სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილებში, არ უნდა განაგრძონ ან წამოიწყონ შემდეგი ზომების გატარება:
(a) შეზღუდვები მომსახურების მიმწოდებლების რაოდენობაზე, რაოდენობრივი კვოტების, მონოპოლიების, მომსახურების ექსკლუზიური მიმწოდებლების ან ეკონომიკური საჭიროებების ტესტის მოთხოვნების ფორმით;
(b) შეზღუდვები მომსახურებასთან დაკავშირებული გარიგებების ან აქტივების მთლიან ღირებულებაზე, რაოდენობრივი კვოტების ან ეკონომიკური საჭიროებების ტესტის მოთხოვნის ფორმით;
(c) შეზღუდვები მომსახურების ოპერაციების მთლიან რაოდენობაზე ან მომსახურების შედეგების მთლიან მოცულობაზე, გამოსახულს დადგენილ რაოდენობრივ ერთეულებში კვოტების ან ეკონომიკური საჭიროებების ტესტის მოთხოვნის ფორმით[6];
(d) შეზღუდვები ფიზიკური პირების მთლიან რაოდენობაზე, რომლებიც შეიძლება იყვნენ დასაქმებული კონკრეტული მომსახურების სექტორში, ან მომსახურების მიმწოდებელმა შეიძლება დაასაქმოს, რომლებიც აუცილებელია და პირდაპირ დაკავშირებულია კონკრეტული მომსახურების მიწოდებასთან, რაოდენობრივი კვოტებში ან ეკონომიკური საჭიროებების ტესტის მოთხოვნის ფორმით;
(e) ზომები, რომლებიც ზღუდავს ან მოითხოვს კონკრეტული ტიპის იურიდიულ პირებს ან პარტნიორობებს, რომელთა მეშვეობითაც მომსახურების მიმწოდებელს შეუძლია მომსახურების მიწოდება; და
(f) შეზღუდვები უცხოური კაპიტალის მონაწილეობაზე, მაქსიმალური პროცენტული რაოდენობის შეზღუდვის სახით უცხოურ აქციონერობაზე ან ინდივიდუალურ ან ერთობლივ უცხოურ ინვესტიციებზ