1. წინამდებარე თავი ეხება ზომებს, რომლებიც მიღებული ან შენარჩუნებულია მხარეების მიერ და გავლენას ახდენს მომსახურებით ვაჭრობაზე.
2. წინამდებარე თავი არ ვრცელდება:
(a) ზომებზე, რომლებიც ეხება საჰაერო მიმოსვლის უფლებებს, მინიჭების ფორმის მიუხედავად ან ზომებზე, რომლებიც ეხება საჰაერო მიმოსვლის უფლებასთან, საჰაერო მიმოსვლის კონტროლისა და საჰაერო ნავიგაციის მომსახურების გამოყენებასთან პირდაპირ დაკავშირებულ მომსახურებას, გარდა იმ ზომებისა, რომლებიც ეხება შემდეგს:
(i) საჰაერო ხომალდის შეკეთებისა და მოვლის მომსახურებას;
(ii) საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების გაყიდვასა და მარკეტინგს;
(iii) კომპიუტერული დაჯავშნის სისტემის (“CRS”) მომსახურებას;
მხარეები მხედველობაში მიიღებენ მრავალმხრივ მოლაპარაკებებს GATS-ის სატრანსპორტო მომსახურების შესახებ დანართის გადახედვასთან დაკავშირებით. ამ მრავალმხრივი მოლაპარაკებების დასრულებისას, მხარეები განახორციელებენ მიმოხილვას, წინამდებარე შეთანხმებაში შესაბამისი ცვლილებების განხილვის მიზნით, იმგვარად, რომ მოხდეს ამ მრავალმხრივი მოლაპარაკებების შედეგების გათვალისწინება.
(b) სახელმწიფო შესყიდვაზე;
(c) მთავრობის უფლებამოსილების განხორციელებისას მხარის ტერიტორიაზე მიწოდებულ მომსახურებაზე;
(d) მხარის მიერ გაცემულ სუბსიდიებზე ან გრანტებზე, მათ შორის, მთავრობის მიერ მხარდაჭერილ სესხებზე, გარანტიებსა და დაზღვევაზე; და
(e) ზომებზე, რომლებიც ეხება მხარის ფიზიკურ პირებს, რომლებიც ცდილობენ მეორე მხარის სამუშაო ბაზარზე შესვლას ან მოქალაქეობასთან, ცხოვრების უფლებასთან ან დასაქმებასთან დაკავშირებულ ზომებზ