1. მხარე, რომელიც აგრძელებს დროებით დაცვით ზომას, მეორე მხარესთან კონსულტაციების გზით, სთავაზობს მეორე მხარეს ორმხრივად შეთანხმებულ კომპენსაციას დათმობების სახით, რომელთაც არსებითად ეკვივალენტური სავაჭრო ზეგავლენა გააჩნიათ ან დამატებითი გადასახადის ეკვივალენტურია, რომელიც მოსალოდნელია ზომის შემოღების შედეგად. ასეთი კონსულტაციები უნდა დაიწყოს დროებითი დაცვითი ზომის გაგრძელებიდან 30 დღის განმავლობაში.
2. თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას კომპენსაციის თაობაზე კონსულტაციების დაწყებიდან 30 დღის განმავლობაში, მაშინ ექსპორტიორ მხარეს შეუძლია, შეაჩეროს არსებითად ეკვივალენტური დათმობების გამოყენება იმ მხარის ვაჭრობის მიმართ, რომელიც იყენებს დროებით დაცვის ზომას.
3. მხარემ წერილობით უნდა მიაწოდოს მეორე მხარეს ინფორმაცია დათმობის შეჩერებამდე მინიმუმ 30 დღით ადრე, ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად.
4. ზომის გამგრძელებელი მხარის ვალდებულება, უზრუნველყოს კომპენსაცია 1-ლი პუნქტის თანახმად და მეორე მხარის უფლება, შეაჩეროს დათმობები ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გაუქმდება დროებითი დაცვითი ზომის გამოყენების დასრულების დღეს.
მომსახურებით ვაჭრობა
ნაწილი I: მოქმედების სფერო და ტერმინთა განმარტებე