1. მხარე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მეორე მხარეს წერილობით:
(a) დროებითი დაცვის შესახებ დაწყებული მოკვლევის თაობაზე;
(b) დასკვნის მომზადების თაობაზე, რომელიც ეხება გაზრდილი იმპორტით გამოწვეულ სერიოზულ ზიანს ან ასეთი საშიშროების არსებობას;
(c) გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, გამოიყენოს ან გააგრძელოს დროებითი დაცვითი ზომების გამოყენება; და
(d) გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რომლითაც ხდება დროებითი დაცვითი ზომის ლიბერალიზაცია, 7.4.3 მუხლის შესაბამისად.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „b“ და „c“ ქვეპუნქტებში მითითებული შეტყობინების გაგზავნისას მხარე, რომელიც იყენებს დროებითი დაცვითი ზომას, აწვდის მეორე მხარეს ყველა შესაბამისი ინფორმაციას, რომელიც უნდა შეიცავდეს მტკიცებულებას გაზრდილი იმპორტით გამოწვეული სერიოზული ზიანის ან მისი გამოწვევის საფრთხის შესახებ, განსახილველი პროდუქტის ზუსტ აღწერას, შემოთავაზებულ დროებით დაცვის ზომას, მისი შემოღების შემოთავაზებულ თარიღს და მის მოსალოდნელ ხანგრძლივობას. დროებითი დაცვითი ზომის გამოყენების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, 7.5 მუხლით გათვალისწინებული განსაზღვრების წერილობითი შედეგები, მათ შორის მტკიცებულება, რომ ზომის გამოყენების გაგრძელება აუცილებელია სერიოზული ზიანის თავიდან აცილების ან გამოსწორების მიზნით და რომ წარმოება უმჯობესდება. ასევე უნდა იქნეს მიწოდებული.
3. მხარემ, რომელიც სთავაზობს დროებითი დაცვის ღონისძიების გამოყენებას ან გაგრძელებას, უნდა უზრუნველყოს ადეკვატური შესაძლებლობა მეორე მხარესთან წინასწარი კონსულტაციებისთვის, რათა მოხდეს, კერძოდ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის განხილვა, დროებითი დაცვით ღონისძიებაზე აზრთა გაცვლა და დროებითი დაცვითი ზომის გაგრძელების შემთხვევაში, შეთანხმების მიღწევა კომპენსაციის თაობაზე, როგორც ეს ჩამოყალიბებულია 7.8.1 მუხლში.
4. მხარე ვალდებულია, მეორე მხარეს მიაწოდოს თავისი კომპეტენტური ორგანოების მიერ მომზადებული, საჯაროდ ხელმისაწვდომი ანგარიშის ასლი, WTO-ს დაცვითი ზომების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნებ