1. თოთოეული მხარე გამოყოფს საკონტაქტო ორგანოს, რომელიც ამ მხარისთვის წარმოადგენს წინამდებარე თავის შესრულების კოორდინაციაზე პასუხისმგებელ ორგანოს. საკონტაქტო ორგანოებია:

a) საქართველოს შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; და

b) ჩინეთის შემთხვევაში, ხარისხის ზედამხედველობის, ინსპექციის და კარანტინის გენერალური ადმინისტრაცია ან მისი ან მისი უფლებამონაცვლე.

2. თითოეული მხარე მეორე მხარეს გაუზიარებს მის მიერ გამოყოფილი საკონტაქტო ორგანოს სახელს და აღნიშნულ ორგანიზაციაში შესაბამისი თანამდებობის პირის საკონტაქტო ინფორმაციას, მათ შორის, ტელეფონი, ელფოსტა და ნებისმიერი სხვა დეტალი.

3. თითოეული მხარე ვალდებულია მეორე მხარეს დროულად შეატყობინოს პასუხიმგებელ ორგანოსთან და შესაბამის თანამდებობის პირთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილებების შესახებ.

თავი 7

ვაჭრობაში დაცვითი ზომები

ნაწილი A. ვაჭრობაში ზოგადი დაცვითი ზომე