1. შესაბამისობის შეფასების ეფექტურობის გაზრდისა და ღირებულების ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, თითოეული მხარე, მოთხოვნის საფუძველზე, ეცდება გააძლიეროს, სათანადოდ აკრედიტირებული ან/და უფლებამოსილი შესაბამისობის შეფასების ორგანოს მიერ მეორე მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული შესაბამისობის შეფასების შედეგების აღიარება, ორმხრივი აღიარების თაობაზე გაფორმებული ცალკე შეთანხმების შესაბამისად.

2. მხარეები თანხმდებიან, რომ, მოთხოვნის საფუძველზე, გაცვლიან ინფორმაციას შესაბამისობის შეფასების პროცედურების შესახებ, მათ შორის გამოცდების, სერტიფიცირებისა და აკრედიტაციის შესახებ.

3. შესაბამისობის შეფასების ფარგლებში თანამშრომლობისას, მხარეები მხედველობაში მიიღებენ შესაბამის საერთაშორისო ან/და რეგიონულ ორგანიზაციაში მათ მონაწილეობა