1. თოთოეული მხარე გამოყოფს საკონტაქტო ორგანოს, რომელიც ამ მხარისთვის წარმოადგენს წინამდებარე თავის შესრულების კოორდინაციაზე პასუხისმგებელ ორგანოს. საკონტაქტო ორგანოებია:
a) საქართველოს შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტო; და
b) ჩინეთის შემთხვევაში, ხარისხის ზედამხედველობის, ინსპექციის და კარანტინის გენერალური ადმინისტრაცია ან მისი ან მისი უფლებამონაცვლე.
c) თითოეული მხარე მეორე მხარეს გაუზიარებს მის მიერ გამოყოფილი პასუხისმგებელი ორგანოს სახელს და აღნიშნულ ორგანიზაციაში შესაბამისი თანამდებობის პირის საკონტაქტო ინფორმაციას, მათ შორის, ტელეფონი, ფაქსიმილე, ელ-ფოსტა და ნებისმიერი სხვა დეტალი;
d) თითოეული მხარე ვალდებულია მეორე მხარეს დროულად შეატყობინოს საკონტაქტო ორგანოსთან და შესაბამის თანამდებობის პირთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილებების შესახებ.
ტექნიკური ბარიერები ვაჭრობა