1. თითოეული მხარე ადასტურებს, რომ ხელმისაწვდომს გახდის ინიცირებული ახალი ან შეცვლილი SPS ზომების შესახებ ინფორმაციას SPS შეთანხმების მიერ დადგენილი შეტყობინების ვალდებულების შესაბამისად.
2. თითოეული მხარე ვალდებულია, მომთხოვნი მხარის მიერ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში, ხელმისაწვდომი გახადოს მისთვის ცნობილი SPS ზომების სრული ტექსტი, არსებულ ენებზე.
3. თითოეული მხარე ვალდებულია მეორე მხარეს შენიშვნების წარსადგენად განუსაზღვროს სულ მცირე 60 დღე ინიცირებული სანიტარიული ან ფიტოსანიტარიული ზომების WTO-ში შეტყობინების შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან მცენარის სიჯანსაღეს წარმოეშვა რისკი ან არსებობს ასეთი რისკის წარმოშობის საფრთხე, რაც მოითხოვს გადაუდებელი ქმედებების განხორციელებას.
4. თითოეული მხარე ვალდებულია მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის შენიშვნები და, მოთხოვნის შემთხვევაში, გონივრულ ვადებში მოახდინოს მათზე რეაგირებ