წინამდებარე თავის მიზნებია:

a) მხარეებს შორის საქონლით ვაჭრობის ხელშეწყობა და ამავე დროს მათ ტერიტორიებზე ადამიანების, ცხოველების ან მცენარეების სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაცვა;

b) თითოეული მხარის ტერიტორიაზე გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და თითოეული მხარის სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების (შემდგომში წოდებული, როგორც „SPS ზომები“) გამოყენებასთან დაკავშირებით საერთო შეთანხმების გაღრმავება;

c) თანამშრომლობის გაძლიერება მხარეებს შორის; და

d) ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) შეთანხმების 1A დანართით განსაზღვრული სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების გამოყენების შესახებ შეთანხმების (შემდგომში წოდებული, როგორც "SPS შეთანხმება") პრინციპების იმპლემენტაციის ხელშეწყობ