1. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მისმა ორგანოებმა და სამსახურებმა, რომლებიც ახორციელებენ სასაზღვრო კონტროლს იმპორტირებულ, ექსპორტირებულ ან ტრანზიტულ საქონელთან მიმართებაში, ითანამშრომლონ ერთმანეთთან და მოახდინონ თავიანთი პროცედურების კოორდინაცია ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით.
2. თითოეული მხარე შეეცდება, რამდენადაც შესაძლებელია, შეიმუშაოს ელექტრონული სისტემა თავისი საბაჟო ადმინისტრაციისა და სხვა შესაბამისი საბაჟო სამსახურების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემის მიზნით, რომელიც ხელს შეუწყობს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებათა საერთაშორისო გადაადგილება