წინამდებარე თავის მიზნებია:
a) მხარეებს შორის საქონლით ვაჭრობის ხელშეწყობა და წახალისება იმის უზრუნველყოფით, რომ ტექნიკური რეგულაციები, სტანდარტები და შესაბამისობის შეფასების პროცედურები არ ქმნიან ზედმეტ ტექნიკურ ბარიერს ვაჭრობაში;
b) თანამშრომლობის გაძლიერება, მათ შორის, ინფორმაციის გაცვლა სტანდარტების, ტექნიკური რეგულაციებისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურების მომზადებასთან, მიღებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით;
c) თითოეული მხარის სტანდარტების, ტექნიკური რეგულაციებისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურებთან დაკავშირებით ურთიერთგაგების ხელშეწყობა;
d) ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შესახებ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) შეთანხმების პრინციპების იმპლემენტაციის ხელშეწყობ