წინამდებარე თავი გამოიყენება თითოეული მხარის ყველა იმ ტექნიკურ რეგულაციასთან, სტანდარტთან და შესაბამისობის შეფასების პროცედურასთან მიმართებით, რომელმაც, შესაძლოა, პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა იქონიოს მხარეებს შორის საქონლით ვაჭრობაზე. ეს თავი არ ვრცელდება:

a) SPS ზომებზე, რომელიც განსაზღვრულია V თავში; და

b) სამთავრობო ორგანოების მიერ მომზადებულ ტექნიკურ მოთხოვნებზე შესასყიდი პროდუქტისადმი, რომლებიც იწარმოება ან გამოიყენება სახელმწიფო ორგანოებისათვის, როგორც ეს მოცემულია ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შესახებ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) შეთანხმების პირველი მუხლის 1.4. პუნქტშ