1. თითოეული მხარე ადასტურებს, რომ ხელმისაწვდომს გახდის ინიცირებული ახალი ან შეცვლილი ტექნიკური რეგულაციების, სტანდარტებისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურების შესახებ ინფორმაციას TBT შეთანხმების მიერ დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების თანახმად.
2. თითოეული მხარე ვალდებულია, მეორე მხარის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში, მომთხოვნი მხარისათვის ხელმისაწვდომი გახადოს მის მიერ შეტყობინებული ტექნიკური რეგულაციებისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურების სრული ტექსტი, არსებულ ენებზე.
3. თითოეული მხარე ვალდებულია მეორე მხარეს შენიშვნების წარსადგენად მისცეს სულ ცოტა 60 დღე, ინიცირებული ტექნიკური რეგულაციების და შესაბამისობის შეფასების პროცედურების WTO-ში შეტყობინების შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს წინაშე წარმოშობილი რისკები ან რისკის საფრთხე მოითხოვს გადაუდებელი ქმედებების განხორციელებას.
4. თითოეული მხარე ვალდებულია მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის შენიშვნები და მოთხოვნის შემთხვევაში, სცადოს მათზე პასუხის გაცემ