1. თუ მხარე თვლის, რომ მეორე მხარის ტექნიკური რეგულაციები ან შესაბამისობის შეფასების პროცედურები ზედმეტ დაბრკოლებას უქმნის მის ექსპორტს, მას უფლება აქვს მოითხოვოს ტექნიკური კონსულტაციები. მოთხოვნის მიმღები მხარე ვალდებულია მსგავს მოთხოვნას შესაძლოდ სწრაფად გასცეს პასუხი.

2. მოთხოვნის მიმღები მხარე ჩაერთვება ტექნიკურ კონსულტაციებში ორმხრივად შეთანხმებული პერიოდით, შესაბამისი შედეგის მიღწევის მიზნით. ტექნიკური კონსულტაციები იმართება მხარეებს შორის ორმხრივად შეთანხმებული ფორმი