თუ მხარე თვლის, რომ მეორე მხარის მიერ მიღებული ტექნიკური რეგლამენტი ან შესაბამისობის შეფასების პროცედურები ზედმეტ დაბრკოლებას უქმნის მის ექსპორტს, მას უფლება აქვს მოითხოვოს ტექნიკური კონსულტაციები. მოთხოვნის მიმღები მხარე ვალდებულია მსგავს მოთხოვნას მაქსიმალურად სწრაფად გასცეს პასუხი.

მოთხოვნის მიმღები მხარე ჩაერთვება ტექნიკურ კონსულტაციებში ორმხრივად შეთანხმებულ პერიოდში შესაბამისი შედეგის მიღწევის მიზნით. ტექნიკური კონსულტაციები შესაძლოა გაიმართოს მხარეებს შორის ორმხრივად შეთანხმებული ფორმი