შესაბამისობის შეფასების ეფექტურობის გაზრდისა და ხარჯ-ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, თითოეული მხარე, მოთხოვნის საფუძველზე, შეეცდება, ცალკე გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების გზით, მოახდინოს იმ შესაბამისობის შეფასების შედეგების აღიარება, რომლებიც მიღებულია შესაბამისი  აკრედიტირებული ან/და უფლებამოსილი შესაბამისობის შეფასების ორგანოს მიერ მეორე მხარის სივრცეში.

მხარეები თანხმდებიან, რომ მოთხოვნის საფუძველზე, გაცვლიან ინფორმაციას შესაბამისობის შეფასების პროცედურების შესახებ, მათ შორის გამოცდების, სერტიფიცირებისა და აკრედიტაციის თაობაზე.

შესაბამისობის შეფასების ფარგლებში თანამშრომლობისას, მხარეები მხედველობაში მიიღებენ შესაბამის საერთაშორისო ან/და რეგიონულ ორგანიზაციაში მონაწილეობა