მხარეები თავიანთი შესაბამისი სისტემების ცნობადობის გაზრდისა და ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, გააძლიერებენ ტექნიკურ თანამშრომლობას შემდეგ სფეროებში:
შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს შორის თანამშრომლობა, ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტების, შესაბამისობის შეფასების პროცედურებისა და კარგი რეგულირების პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლა;
მხარეთა შესაბამისობის შეფასების ორგანოებს შორის თანამშრომლობის წახალისება იმ სფეროებში სადაც ეს შესაძლებელია;
საერთო ინტერესის მქონე სფეროებში თანამშრომლობა შესაბამისი რეგიონული და საერთაშორისო ორგანოების მუშაობის პროცესში, რაც უკავშირდება სტანდარტებისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურების შემუშავებასა და გამოყენებას; და
მხარეებს შორის შეთანხმებული სხვა სფეროებ