წინამდებარე თავი გამოიყენება თითოეული მხარის ყველა იმ ტექნიკური რეგლამენტის, სტანდარტის და შესაბამისობის შეფასების პროცედურასთან მიმართებით, რომელმაც, შესაძლოა, პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა იქონიოს მხარეებს შორის საქონლით ვაჭრობაზე. ეს უკანასკნელი არ მოიცავს:
სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ ზომებს, SPS შეთანხმების დანართი A-ს პირველი პუნქტის განმარტების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრულია ამ შეთანხმების თავი 6-ში (სანიტაირულ და ფიტოსანიტარიულ ზომები); და
შესყიდვების სპეციფიკაციებს, რომელიც მომზადებულია სამთავრობო ორგანოების მიერ, სამთავრობო ორგანოების მიერ პროდუქციის წარმოების ან მოხმარების მიზნით, როგორც ეს განსაზღვრულია TBT შეთანხმების მუხლში 1.