თითოეული მხარე გამოყოფს წინამდებარე თავის შესრულების კოორდინაციაზე პასუხისმგებელ ორგანოს, ეს ორგანოებია:
ჰონგ კონგ, ჩინეთის შემთხვევაში ვაჭრობისა და ინდუსტრიის დეპარტამენტი; და
საქართველოს შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
თითოეული მხარე მეორე მხარეს მიაწვდის მის მიერ გამოყოფილ პასუხისმგებელ ორგანოში შესაბამისი თანამდებობის პირის სახელსა და საკონტაქტო ინფორმაციას, მათ შორის, ტელეფონსა და ელ-ფოსტას.
თითოეული მხარე ვალდებულია მეორე მხარეს დროულად შეატყობინოს პასუხისმგებელ ორგანოსთან და შესაბამის თანამდებობის პირთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილებების შესახებ.
სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომე