1. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით სხვაგვარად არაა განსაზღვრული, თითოეული მხარე ინარჩუნებს WTO-ს დამფუძნებელი შეთანხმების დანართი 1A-ის GATT 1994-ის VI მუხლის განხორციელების შესახებ შეთანხმებაში განსაზღვრულ უფლებებს და ვალდებულებებს.
2. თითოეული მხარე ინარჩუნებს WTO-ს დამფუძნებელი შეთანხმების დანართი 1A-ის GATT 1994-ის VI მუხლის განხორციელების შესახებ შეთანხმებაში განსაზღვრულ უფლებებს და ვალდებულებებს.
3. ნორმალური ღირებულების განსაზღვრის მიზნით, როდესაც ხდება დემპინგური მარჟის გაანგარიშება დემპინგური მოკვლევისას, არცერთი მხარე არ გამოიყენებს მეთოდოლოგიას, რომელიც დაფუძნებულია მესამე ქვეყნის ღირებულებაზ