1. კრიტიკულ ვითარებაში, როდესაც დაგვიანება გამოიწვევს ძნელად გამოსასწორებელ ზიანს, მხარეს შეუძლია გამოიყენოს დროებითი პირობითი დაცვითი ზომა, თუ წინასწარი შეფასებით არსებობს აშკარა მტკიცებულებები იმისა, რომ გაზრდილი იმპორტი ადგილობრივი მრეწველობისთვის სერიოზულ ზიანს ან ზიანის მიყენების საფრთხეს იწვევს.

2. დროებითი ზომის გამოყენებამდე, ზომის შემომღები მხარე აცნობებს მეორე მხარეს ამის თაობაზე და, მეორე მხარის მოთხოვნის საფუძველზე, იწყებს კონსულტაციებს ასეთი ღონისძიების გამოყენების შემდეგ.

3. დროებითი პირობითი დაცვითი ზომის გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 200 დღეს, რომლის დროსაც 7.3, 7.4, და 7.5 მუხლების შესაბამისი მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთი დროებითი პირობითი დაცვითი ზომა გამოყენებულ უნდა იქნეს ამ შეთანხმებით პროდუქტზე გათვალისწინებული გადასახადის ნებისმიერი განაკვეთის შემდგომი შემცირების შეჩერების ფორმით, ან საბაჟო გადასახდელების გაზრდის ფორმით, რაც არ უნდა აღემატებოდეს 7.2.3 „b“ მუხლში მითითებულ ყველაზე დაბალ განაკვეთებს. ნებისმიერი დამატებითი საბაჟო გადასახადები ან დაგროვებული გარანტიები დაუყოვნებლივ ანაზღაურდება, თუ 7.5 მუხლში მითითებული მოკვლევის შედეგად დადგინდება, რომ გაზრდილ იმპორტს არ გამოუწვევია, ან არ არსებობდა საფრთხე, გამოეწვია სერიოზული ზიანი ადგილობრივი წარმოებისთვის.

4. დროებითი დაცვის ნებისმიერი ამგვარი პირობითი ზომის გამოყენების პერიოდი ჩაითვლება, როგორც დროებითი დაცვითი ღონისძიების მოქმედების პერიოდის ან ამ პერიოდის ნებისმიერი გაგრძელების ნაწილა