წინამდებარე თავის მიზნებისთვის:
(a) საჰაერო ხომალდის შეკეთებისა და მოვლის მომსახურება გულისხმობს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ხორციელდება საჰაერო ხომალდზე ან მის ნაწილზე, როცა ეს საჰაერო ხომალდი ამოღებულია მომსახურებიდან და არ შეიცავს ეგრეთ წოდებულ “მიმდინარე ტექნიკურ მომსახურებას”;
(b) კომერციული წარმომადგენლობა გულისხმობს ნებისმიერი სახის ბიზნეს ან პროფესიულ დაწესებულებას, მათ შორის, შემდეგის მეშვეობით:
(i) იურიდიული პირის დაფუძნების, შეძენის ან ფუნქციონირების გზით; ან
(ii) მხარის ტერიტორიაზე ფილიალის ან წარმომადგენლობის შექმნა ან ფუნქციონირება მომსახურების მიწოდების მიზნით;
(c) კომპიუტერული დაჯავშნის სისტემის მომსახურება გულისხმობს კომპიუტერული სისტემების საშუალებით უზრუნველყოფილ მომსახურებას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას საჰაერო გადამზიდავების განრიგის, ხელმისაწვდომობის, მგზავრობის ღირებულებისა და ტარიფის გამოყენების წესების შესახებ, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია ჯავშნის გაკეთება ან ბილეთების გაცემა;
(d) კონტროლირებადი გულისხმობს დირექტორთა უმრავლესობის დასახელების ან პირის ქმედებების სხვაგვარად სამართლებრივად მართვის უფლებამოსილებას;
(e) მხარის იურიდიული პირი გულისხმობს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოგების მიღების ან სხვა მიზნებისათვის შექმნილ ან ორგანიზებულ სახელმწიფო ან კერძო იურიდიულ პირს, კორპორაციის, ტრასტის, პარტნიორობის, ერთობლივი საწარმოს, ინდივიდუალური მეწარმის ან ასოციაციის ჩათვლით, რომელიც:
(i) დაფუძნებულია ან სხვაგვარად ორგანიზებულია იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად და იმ მხარის ტერიტორიაზე ეწევა არსებით ბიზნეს საქმიანობას; ან
(ii) კომერციული წარმომადგენლობის საშუალებით მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, საკუთრებაშია ან კონტროლდება:
(a) იმ მხარის ფიზიკური პირის მიერ; ან
(b) იმ მხარის იურიდიული პირის მიერ, რომელიც მოცემულია (i) ქვეპუნქტში;
(f) ზომა გულისხმობს მხარის მიერ გამოყენებულ ნებისმიერ ზომას კანონის, რეგულაციის, წესის, პროცედურის, გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული ქმედების ან ნებისმიერი სხვა ფორმით, რომელიც მიღებულია:
(i) ცენტრალური, რეგიონული ან ადგილობრივი მთავრობების და ხელისუფლების მიერ; და
(ii) არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ცენტრალური, რეგიონალური ან ადგილობრივი მთავრობების ან ხელისუფლების მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად;
(g) მხარეების მიერ მიღებული ზომები, რომლებიც ეხება მომსახურებით ვაჭრობას მოიცავს ქვემოთ მოცემულ ზომებს:
(i) მომსახურების შესყიდვასთან, გადახდასთან ან გამოყენებასთან მიმართებით;
(ii) მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით მომსახურების წვდომასა და მის გამოყენებასთან მიმართებით, რომლებიც მოითხოვება მხარეების მიერ, რათა შეთავაზებულ იქნეს საზოგადოებისათვის; და
(iii) მხარის ფიზიკური პირების, მათ შორის კომერციულ წარმომადგენლობასთან მიმართებით, მეორე მხარის ტერიტორიაზე მომსახურების მიწოდების მიზნით;
(h) მომსახურების მონოპოლისტი მიმწოდებელი გულისხმობს ნებისმიერ საჯარო ან კერძო პირს, რომელიც მხარის შესაბამის ბაზარზე ავტორიზებულია ან დაფუძნებულია ფორმალურად ან ფაქტობრივად ამ მხარის მიერ, როგორც ამ მომსახურების ერთადერთი მიმწოდებელი;
(i) მხარის ფიზიკური პირი გულისხმობს, ფიზიკურ პირს, რომელიც მხარის კანონმდებლობის შესაბამისად,(i) საქართველოსთვის, არის ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის საქართველოს მოქალაქე; და
(ii) ჩინეთისთვის, არის ფიზიკური პირი, რომელიც ჩინეთის კანონმდებლობის შესაბამისად არის ჩინეთის მოქალაქე;
(j) საკუთრებაში ქონა გულისხმობს იურიდული პირის 50 პროცენტზე მეტი სააქციო კაპიტალის ფლობას;
(k) მხარის პირი გულისხმობს, მხარის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს;
(l) საკვალიფიკაციო პროცედურები გულისხმობს ადმინისტრაციულ პროცედურებს, რომლებიც დაკავშირებულია საკვალიფიკაციო მოთხოვნების ადმინისტრირებასთან;
(m) საკვალიფიკაციო მოთხოვნები გულისხმობს არსებით მოთხოვნებს, რომელთა შესრულებაც მოეთხოვება მომსახურების მიმწოდებელს, სერტიფიკატის ან ლიცენზიის მოსაპოვებლად;
(n) მომსახურების სექტორი ნიშნავს, სპეციფიკურ ვალდებულებასთან მიმართებით, ამ მომსახურების ერთ ან მეტ ან ყველა ქვესექტორს, როგორც ეს მოცემულია მხარის ცხრილში დანართში 8-E და დანართში 8-F, ან სხვაგვარად ამ მომსახურების სექტორი მთლიანად, მისი ყველა ქვესექტორით;
(o) საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების გაყიდვა და მარკეტინგი გულისხმობს შესაძლებლობებს შესაბამისი საჰაერო გადამზიდავისთვის თავისუფლად გაყიდოს და მოახდინოს მისი საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების მარკეტინგი, რაც მოიცავს მარკეტინგის ყველა ასპექტს, როგორიცაა ბაზრის კვლევა, რეკლამირება და დისტრიბუცია, მაგრამ არ მოიცავს საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების ფასის დადგენას და არც შესაბამის პირობებს;
(p) მომსახურება მოიცავს ნებისმიერ მომსახურებას ნებისმიერ სექტორში, გარდა მომსახურებისა, რომელიც მიწოდებულია სამთავრობო უფლებამოსილების განსახორციელებლად;
(q) მომსახურების მომხმარებელი გულისხმობს ნებისმიერ პირს, რომელიც იღებს ან იყენებს მომსახურებას;
(r) სამთავრობო უფლებამოსილების განხორციელებისათვის მიწოდებული მომსახურება გულისხმობს ნებისმიერ მომსახურებას, რომელიც არ არის მიწოდებული არც კომერციულ საწყისებზე და არცერთ ან მეტ მომსახურების მიმწოდებელთან კონკურენციით;
(s) მხარის მომსახურების მიმწოდებელი გულისხმობს მხარის ნებისმიერ პირს, რომელიც აწვდის მომსახურებას;[3]
(t) მომსახურების მიწოდება მოიცავს მომსახურების წარმოებას, დისტრიბუციას, მარკეტინგს, გაყიდვასა და მიწოდებას;
(u) მომსახურებით ვაჭრობა გულისხმობს მომსახურების მიწოდებას:
(i) ერთი მხარის ტერიტორიიდან მეორე მხარის ტერიტორიაზე („ტრანსსასაზღვრო მიწოდების რეჟიმი“);
(ii) ერთი მხარის ტერიტორიაზე მეორე მხარის მომსახურების მომხმარებლისთვის („საზღვარგარეთ მოხმარების რეჟიმი“);
(iii) ერთი მხარის მომსახურების მიმწოდებლის მიერ მეორე მხარის ტერიტორიაზე კომერციული წარმომადგენლობით („კომერციული წარმომადგენლობის რეჟიმი“); და
(iv) ერთი მხარის მომსახურების მიმწოდებლის მიერ მეორე მხარის ტერიტორიაზე პირველი მხარის ფიზიკური პირის წარმომადგენლობის საშუალებით („ფიზიკურ პირთა წარმომადგენლობის რეჟიმი“ ან „ფიზიკური პირის გადაადგილების რეჟიმი“);
(v) გადაზიდვის უფლება გულისხმობს განრიგით და დაუგეგმავ სატრანსპორტო მომსახურების უფლებას მგზავრების, ტვირთისა და ფოსტის ოპერირების ან/და გადაზიდვის მიზნით, მხარის ტერიტორიიდან, მის ტერიტორიაზე, მის ფარგლებში ან ფარგლებს გარეთ ანაზღაურების ან დაქირავების საფუძველზე, რაც მოიცავს, გასაწევი მომსახურების ადგილებს, გზებს, რომელთა ოპერირებაც უნდა მოხდეს, გასატარებელი ტარიფის ტიპებს, შესაძლებლობებს, რომელიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი, დასაკისრებელ ტარიფებსა და მათ პირობებს, ასევე ავიახაზების დანიშვნის კრიტერიუმებს, მათ შორის, ისეთებს, როგორებიცაა, ნომერი, საკუთრება და კონტროლი.
ნაწილი II. ზოგადი ვალდებულებები და დისციპლინე