1. თუ მხარე იღებს ვალდებულებებს ამ ნაწილის შესაბამისად, ეს ვალდებულება აღებული მე-8.4, მე-8.5 და მე-8.7 მუხლების შესაბამისად, ასახული უნდა იყოს ცხრილში, რომელსაც ეწოდება მისი სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილი. რაც შეეხება სექტორებს, სადაც ამგვარი ვალდებულებები არის აღებული, მისი სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილი აკონკრეტებს შემდეგს:
(a) ბაზარზე დაშვების წესებს, შეზღუდვებსა და პირობებს;
(b) ეროვნული რეჟიმის შესახებ პირობებსა და კვალიფიკაციებს;
(c) დამატებით ვალდებულებებთან დაკავშირებულ პირობებს; და
(d) საჭიროების შემთხვევაში, ასეთი ვალდებულებების შესრულების ვადებს.
2. 8.4 და 8.5 მუხლებთან შეუსაბამო ზომები აღინიშნება 8.5 მუხლთან დაკავშირებულ სვეტში. ამ შემთხვევაში, აღნიშვნა ჩაითვლება ასევე 8.4 მუხლის პირობის ან კვალიფიკაციის გათვალისწინებად.
3. სპეციფიკური ვალდებულებების ცხრილები თან ერთვის ამ შეთანხმებას დანართი 8-E-ის და დანართი 8-F-ის სახით და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილ